ტესტოსტერონის როლი მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაში


ტესტოსტერონი არეგულირებს სექსუალურ ფუნქციას, როგორც ქალში ასევე მამაკაცში.  ტესტოსტერონი უზრუნველყოფს სექსუალურ  სურვილებს, აძლიერებს რეაქციას ეროტიული სტიმულების (აუდიტორული და სხვა) მიმართ.  ანდროგენების დეფიციტის შემთხვევაში მამაკაცს მაინც შეუძლია მიაღწიოს ერექციას, თუმცა სექსუალური ფუნქცია მკვეთრად აქვს დაქვეითებული რაც გამოიხატება ლიბიდოს და სექსუალური სურვილების დაქვეითებით. 

თავის ტვინში,  ტესტოსტერონი  მოქმედებს დოფამინერგულ რეცეპტორებზე  მედიალურ პრეოპტიკურ არეაში (ჰიპოთალამუსში).  ტესტოსტერონი ძუძუმწოვრებში აძლიერებს ჯილდოზე ორიენტირებულ ქცევას, რაც სავარაუდოდ განსაზღვრავს ტესტოსტერონის  მოტივაციურ ეფექტს სექსუალურ ქცევაში(ძუძუმწოვრებში).  5 ალფა რედუქტაზას როლი სექსუალურ ფუნქციის განხილვის დროს ისევ უცნობი რჩება, სავარაუდოდ მხოლოდ ტესტოსტერონიც საკმარისია სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრებისთვის (5 ალფა რედუქტაზას გარეშე. ).


ტესტოსტერონი სავარაუდოდ პასუხისმგებელია არასტიმულირებულ სპონტანურ ერექციებზე (მაგ. ღამის ერექციები).  ღამის ერექციის ეპიზოდები გაცილებით სუსტია ანდროგენ დეფიციტურ მამაკაცებში, თუმცა მათ აღენიშნებათ, როგორც ღამის ერექცია, ასევე ერექციები სტიმულის საპასუხოდ ( მაგ. ეროტიული ფილმის ყურების დროს).ერექციის მაქსიმალურ რიგიდულობას, სჭირდება ანდროგენების ზღურბლოვანი დონე.  ტესტოსტერონი უზრუნველყოფს კავერნულ სინუსებში NO- სინთეზს (რის შედეგადაც ხდება გლუვი კუნთების მოდუნება, ფართოვდება სინუსები და ივსება სისხლით-ხდება ერექცია).

ტესტოსტერონს აქვს ტროპული ეფექტი: კავერნოზული გლუვი კუნთების მიმართ, იშიოკავერნოზული და ბულბოსპონგიოზური კუნთების მიმართ და აუცილებელია ვენო-ოკლუზიური რეაქციისთვის.  ანდროგენ-დეფიციტურ მამაკაცებში ორგაზმის დრო გახანგრძლივებულია და ეაკულაცია შესუსტებულია.

ტესტოსტერონი მონაწილეობს:

  • სექსუალური სურვილის განვითარებაში;
  • სპონტანური სექსუალური სურვილების წარმოქმნაში;
  • დღის და ღამის ერექციების სიხშირეს განსაზღვრავს;
  • პენისის ერექციის სიხშირეს, სიმძლავრეს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს(ღამის ერექციების დროს);
  • ზოგად სქესობრივ ქცევას აუმჯობესებს;
  • ეაკულატის მოცულობას ზრდის.

ტესტოსტერონი არ მოქმედებს:

  • ვიზუალურ სტიმულზე ერექტიულ პასუხზე;
  • ერექტიულ დისფუნქციაზე, თუ მამაკაცს ნორმალური ტესტოსტერონის დონე გააჩნია.