ჰემატოსპერმია – სისხლი სპერმაში

ჰემატოსპერმია, სისხლი ეაკულატში, სისხლი სპერმაში, Hematospermia, სისხლის კოლტები სპერმაში – სიხლის არსებობა სპერმაში მას ხდის ყავისფერს, ან მუქ წითელს, შერეული სისხლის რაოდენობის და მიხედვით. ჭეშმარიტი ჰემატოზსპერმიის დროს სისხლი სპერმაში ხვდება სათესლეების, სათესლე დანამატების, სათესლე ბუშტუკებისა და პროსტატის ფარგლებში. ცრუ ჰემოსპერმიის დროს სისხლის სპერმას ერევა შარდსადენ მილში და სპერმა ალისფერია. ჰემოსპერმია ვითარდება საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებების დროს. ხანდაზმულ ასაკში სისხლის სპერმაში შესაძლოა პროსტატის დაავადებაზე მიუთითებდეს. ყველაზე ხშირი მიზეზი არის სათესლე ბუშტუკების (ვეზიკულიტი) და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატიტი) ანთების დროს. სპერმაში სისხლის მიზეზი არის წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია.

სპერმაში სისხლის გამოჩენის მიზეზებია:

  • სისხლის მაღალი წნევა;
  • ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
  • პროსტატის კიბო;
  • პროსტატიტი;
  • ტუბერკულოზი;
  • წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია;
  • ტრავმა;
  • შისტოსომოზი;
  • ექინოკოკოზი;
  • წინამდებარე ჯირკვლისა და სათესლე ბუშტუკების კისტები;
  • სათესლე ბუშტუკების კიბო;
  • წინამდებარე ჯირკვლის ქვები;
  • ტელაენგიექტაზიები წინამდებარე ჯირკვალში;
  • წინამდებარე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ურეთრიტი;
  • ურეთრის კისტები.

ამ სიმპტომის გამოჩენისთანავე საჭიროა უროლოგის და/ან ონკოლოგის კონსულტაცია.