ერექტიული დისფუნქცია (პენისის დავარდნა)

პენისის დავარდნა, ანუ აკადემიურად რომ ვთქვათ, ერექტიული დისფუნქცია – არის ერექციის, ან მისი შენარჩუნების უნარის დაკარგვა.

ძირითადად მსგავსი დარღვევეი ჭარბობს 40 წელს ზევით ასაკში, თუმცა გამორიცხული არ არის ადრეულს ასაკშიც შეგვხვდეს.

პენისის დავარდნის მიზეზი შეიძლება იყოს შარდსასქესო სისტემის უამრავი დაავადება, მათ შორის:

  • ფსიქოლოგიური დარღვევები;
  • ტრავმები;
  • ათეროსკლეროზი;
  • შაქრიანი დაიბეტი;
  • სიმსუქნე;
  • დეპრესიები;
  • გარემოს მავნე ფაქტორები (გამოსხივება და სხვა);
  • მავნე ჩვევები (განსაკუთრებით მოწევა);
  • სამკურნალო საშუალებები;
  • ჩვეულებრივი დაღლილობა (მძიმე სამუშაო გრაფიკი, რეჟიმის დარღვევა, გადაძაბვა, დასვენების ნაკლებობა);
  • ემოციური გადაძაბვა (არა მხოლოდ უარყოფითი, არამედ დადებითი ძლიერი ემოციები);
  • შიში, განცდები, სხვა რამეზე ფიქრი სექსის დროს.

ამ პრობლემის გამოჩენისთანავე საჭიროა ანდროლოგის, ან უროლოგის კონსულტაცია, რათა გამორიცხულ იქნას სასქესო და საშარდე სისტემების დაავადებები. თუკი ორგანული მიზეზი გამოირიცხება, მაშინ მაღალი ალბათობით ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ პრობლემას და საჭიროა ფსიქოთერაპევტის ჩარევა.