სექსუალური რეაქცია ქალებში

სექსუალური რეაქციის ციკლი ქალებში და კაცებში ერთმანეთისგან განსხვავდება.  მამაკაცებში სექსუალური სურვილი, ლტოლვა, „შიმშლი“ წარმოიქმნება  ხშირად და განსაკუთრებული მდგომარეობა, სტიმული ან გარემო არ არის საჭირო, რაც შეეხება ქალს, სექსუალური სურვილის გამოწვევა ქალში შეუძლია სხვადასხვა მოვლენებს  და ზოგჯერ ეს სტიმული სულაც არ არის სექსუალური.   ქალში სექსუალური სურვილის წარმოქმნაში და სუბიექტურ აგზნებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს.  მაგ. რომანტიული ურთიერთბა მამაკაცთან, დადებით საკუთარი სხეულის წარმოსახვა(იგივე ბოდი იმიჯი), კარგი განწყობა, იმის განცდა, რომ პარტნიორს ის სურს და ა.შ.

ამავდროულად ქალის ორგანიზმში მნიშვნელობა ენიჭება ჰორმონალურ მდგომარეობას, კონკრეტულად ტესტოსტერონის დონეს, ის განსაზღვრავს ლიბიდოს(ნაწილობრივ).

ქალში ფიზიოლოგიური აგზნება და სუბიექტური აგზნება შესაძლოა ერთმანეთს არ შეესაბამებოდეს, მაგ. ვულვის „შეშუპება“ ლუბრიკაციის გაძლიერება არის ფიზიოლოგიური აგზნების ნიშანი, მაგრამ მას არ შეუძლია სუბიექტური აგზნების გამოწვევა. ან პირიქით, ქალი შეიძლება იყოს აგზნებული (სუბიექტურად), მაგრამ არ ქონდეს ფიზიოლოგიური აგზნების ნიშნები გამოხატული. მამაკაცის შემთხვევაში ეს ორი კომპონენტი მკვეთრად დამოკიდებულია ერთმანეთზე.

ქალის სექსუალური აგზნების ციკლი დაახლოებით ასე გამოიყურება: ქალი სექსუალურად ნეიტრალურ მდგომარეობაში, შემდეგ საწყისი პირველადი სექსუალური სურვილი, სპონტანური სექსუალური ფიქრები ხშირად არ არის საკმარისი ქალის სუბიექტური აგზნებისთვის, მაგრამ თუ მოხდება მასზე ზემოქმედება სხვადასხვა სტიმულით მაგ. გრძნობით, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს სექსუალური, ამას დაემატება პირველადი (უკვე არსებული) სექსუალური სურვილები და ხდება ქალის სუბიექტური აგზნება.  თუ სტიმულის მოქმედება გრძელდება, რამაც გამოიწვია სექსუალური სურვილი, მაშინ ქალი აგზნებულია და განაგრძობს ფოკუსირებას სექსუალურ ქცევაზე, შემდგომ ან სექსუალურ დაკმაყოფილებას განიცდის, ან ვერ.ა თუმცა ორივე შემთხვევაში უბრუნდება სექსუალურად ნეიტრალურ მდგომარეობას, რაშიც თავდაპირველად იმყოფებოდა.

ქალის სქესობრივი დარღვევების განსაზღვრა.

როდესაც ქალს აღენიშნება სექსუალური დარღვევა(აშლილობა), უნდა მოხდეს მდგომარეობის დეტალიზება და დიაგნოზის განსაზღვრა შესაბამისად. ქვემოთ მოცემულია კითხვები და დარღვევები, რომლებიც ამ კითხვებს პასუხობს:

  • გამუდმებულად არ არსებობს სექსუალური სურვილი, ინტერესი? –

სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დარღვევა.

  • ვერ აღწევს აგზნებას?

სექსუალური აგზნების დარღვევა

  • ვერ განიცდის , გვიან განიცდის, ან სუსტად განიცდის ორგაზმს?

ორგაზმის დარღვევები.

  • სქესობრივი აქტის დროს განიცდის ტკივილს?

დისპარეუნია

  • აქვს სქესობრივი აქტის გამუდმებული შიში, მცდელობის დროს კუნთების ძლიერი სპაზმით?

 ვაგინიზმი

აგზნების დარღვევის განხილვისას  მნიშვნელოვანია რამოდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. თუ ქალს აღაგზნებს ეროტიული წიგნები, სურათები, ფილმები, არაგენიტალური სტიმულაცია(მოფერება), კოცნა, მკერდის სტიმულაცია მაგრამ არ აქვს გაძლიერებული ლუბრიკაცია და სისხლმომარაგების გაძლიერება ვულვაზე მაშინ საქმე გვაქვს გენიტალურ სექსუალური აგზნების დარღვევასთან.   თუ ქალს არ აღაგზნებს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, მაგრამ გენიტალური სტიმულაციის დროს ხდება ლუბრიკაცია/ვულვის შეშუპება, მაშინ არის სუბიექტური სექსუალური აგზნების დარღვევა, ხოლო თუ ამ უკანასკნელზეც არ აქვს ქალს რეაქცია, მაშინ ისმევა კომბინირებული სექსუალური აგზნების დიაგნოზი.

სექსუალური სურვილის დარღვევა – არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ქალს არ უჩნდება სქესობრივი აქტივობის სურვილი, არ აქვს სექსუალური ფიქრები, ფანტაზიები, მოტივაცია.

ორგაზმის დარღვევების დროს არის სექსუალური სურვილი, აგზნებაც, მაგრამ არ არის ორგაზმი.  ან ორგაზმის განცდის სიმძლავრე მკვეთრად დაქვეითებულია.

ვაგინიზმის დროს ქალს არ შეუძლია პენისის, თთების ან სხვა საგნის საშოში მოთავსება,  მცდელობებს ახლავს თან საშოს კუნთების ძლიერი სპაზმი(უნებლიე).

დისპარეუნიის დროს გამოხატულია ვაგინალური პენეტრაციის დროს ტკივილი. ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს მენჯის კუნთების შეკუმშვა, ზოგჯერ გამოწვეულია ვულვის ვესტიბულარული სინდრომით (საშოს კარიბჭის მიმდებარედ არის სიმაგრე ერითემა დისკომფორტის განცდა).