სოლიდარობა ლგბტ (LGBT) საზოგადოებას

GeoSexMD.com – სოლიდარობას უცხადებს ლგბტ საზოგადოებას და შეგახსენებთ რამოდენიმე ფუნდამენტურ საკითხს რაც უნდა გვახსოვდეს:

არსებობს გარკვეული უფლებები და კანონები, რომლებიც უნივერსალურია თავისი არსით კაცობრიობისთვის, არ იცვლება (არსებობს გამონაკლისები) სხვადასხვა კულტურების და პოლიტიკური  მდგომარეობების მიხედვით. ასეთ კანონებს და უფლებებს ადამიანის უნივერსალური უფლებები ჰქვია. არის ისეთი საკითხები, რომელიც მისადაგებულია რეპროდუქტოლოგიას, ადამიანის სექსუალობას და გამომდინარეობს ადამიანის საერთო  უფლებებიდან. ეს  უფლებები საყოველთაოა და ეფუძნება ადამიანის ზოგად უნივერსალურ უფლებებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განსაზღვრა და ჩამოაყალიბა ადამიანის სექსუალობასთან ასოცირებული ადამიანის უფლებები.

2002-წლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული სექსუალური უფლებები

 ყველა ადამიანს აქვს  :

  • სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სრულფასოვანი დახმარების მიღების უფლება;
  •  სექსუალობასთან დაკავშირებული  ინფორმაციის ძიებ/მიღების  უფლება;
  • სექსუალური განათლების უფლება;
  • სხეულის ერთიანობის პატივისცემის უფლება;
  • პარტნიორის არჩევის უფლება;

  • სექსუალური აქტივობის ნებელობაზე უფლება;

  • არაძალადობრივი  და არაიძულებითი სექსუალური ურთიერთობის უფლება;

  • ქორწინების უფლება;
  • შვილების ყოლის ნებელობაზე უფლება;
  • სასიამოვნო და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრების უფლება;

საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ ყველა უფლებას ვინაიდან.

საქართველოს უზენაესი კანონი არის კონსტიტუცია. საქართველოს მიმდინარე კონსტიტუციით კი:

მუხლი 6 

1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა

სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. 

2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის

საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.  საქართველოს საერთაშორისო

ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს

კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას (30. 03. 2001, N826) აქვს უპირატესი

იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. 

მუხლი 7 

სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და

თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.

ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ

უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. 

მუხლი 16

ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

მუხლი 39 

საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა

საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ

არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის

პრინციპებიდან.  

1973 წელს, ჰომოსექსუალობა დიაგნოსტიკური  კატეგორიებიდან ამოღებულ იქნა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ, ხოლო 1980 წელს ჰომოსექსუალობა დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღეს, როგორც დაავადება. დღეისათვის ჰომოსექსუალობა მიიჩნევა ადამიანის ნორმალური სექსუალობის ნორმის ვარიაციად.

შესაბამისად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჰომოსექსუალობას პათოლოგიად არ მიიჩნევს. საქართველოს ჯანდაცვა კი შეესაბამება და ხელმძღვანელობს ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული ნორმატივებით და რეკომენდაციებით. 

ჰომოსექსუალობა არ არის პათოლოგია !