ქალის სასქესო სისტემის კვლევა ულტრაბგერის აპარატით.

ულტრასონოგრაფით შესაძლებელია ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ასახვა და შეფასება,  ნორმაში საშვილოსნოს ზომები რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალში შემდეგია : 7,5 X  5,0 X 2,5 სმ. ზოგ შემთხვევაში ცოტა მეტი/ცოტა ნაკლები.   პრეპუბერტატულ და პოსტმენოპაუზალურ ასაკში ეს პარამეტრები უფრო მცირეა. ენდომეტრიუმი და ენდოცერვიკალური არხი იძლევა ხაზოვანი ექოგენური ზოლების შესახედაობას. რასაც ლორწოს და ლორწოვანი გარსის არსებობა ქმნის. 

საშვილოსნოს ყელი კარგად ვიზუალიზდება ტრანსვაგინალური გამოკვლევით და დაახლოებით 2-3 სმ-ია.

საშო ჰიპოექოგენური მილოვანი სტრუქტურაა. საკვერცხეები ელიფსოიდური ფორმისანი არიან საკვერცხეების საშუალო მოცულობა 4-დან 10 სმ3-ია, დამოკიდებულია ჰორმონულ სტატუსზე.  ნორმაში ფალოპის მილები არ ვიზუალიზდება.  ფოლიკული წარმოდგენილია, როგორც ანექოგენური სტრუქტურა და 2,5 სმ-მდე აღწევს.

ენდომეტრიუმი ფოლიკულურ ფაზაში სამშრიან გამოსახულებას იძლევა: ბაზალური შრე (ექოგენური), ფუნქციური შრე(ჰიპოექოგენური),  მათ შორის  შუა შრე.

სურათზე ნაჩვენებია ენდომეტრიუმი: 1 ) სეკრეტორული ენდომეტრიუმი, 2 ) მენსტრუაციის დროს, 3) სამშრიანი ენდომეტრიუმი 4 ) ენდომეტრიუმი პოსტმენოპაუზალურ ასაკში.