ჰერპეს ინფექცია

გენიტალური ჰერპესი  ქალებში გავრცელებული წყლულოვანი ინფექციაა.  ჰერპესის ვირუსი აღწევს სენსორული ნეირონების დაბოლებებში (აქსონებში) და რეტროგრადულად აუყვება აქსონს დორსალური ფესვის განგლიებში, სადაც ვირუსი გადადის ლატენტურ მდგომარეობაში და რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სხვადასხვა მიზეზების გამო შესაძლოა მოხდეს ვირუსის სპონტანური რეაქტივაცია, შედეგად ვირუსი (მისი ნაწილები/ცილები)  ტრანსპორტირდებიან ანტეროგრადულად ზედაპირზე(კანზე/ლორწოვანზე), ვირუსი მრავლდება და უმეტეს შემთხვევაში აზიანებს იმ ზედაპირს, სადაც შესაბამისი აქსონები ბოლოვდება.

მარტივი ჰერპესის ვირუსის ორი ტიპი არსებობს  ტიპი 1 და ტიპი 2  პირველი ტიპის ვირუსი ძირითადად იწვევს დაზიანებებს ორალურ მიდამოში (პირის გარშემო, ტუჩებზე ), ხოლო მეორე ტიპი ძირითადად იწვევს გენიტალურ დაზიანებებს, თუმცა ორივე ტიპს შეუძლია გამოიწვიოს გენიტალური დაზიანება.  აშშ-ს მოსახლეობის (ქალების 12 წლის  და მეტი ასაკის)  26% ინფიცირებულია მარტივი ჰერპესის მეორე ტიპით.  ხოლო 40 % სეროპოზიტიურია პირველი ტიპის ვირუსზე.

ქალების უმრავლესობას, რომლებიც ინფიცირებულნი არიან ჰერპესის ვირუსით უვითარდებათ მსუბური სიმპტომატიკა, შესაბამისად შემთხვევათა დიდი ნაწილის დიაგნოსტირება ვერ ხერხდება. ვირუსის გამრავლება შესაძლებელია ასიმპტომურად მიმდინარეობდეს.

ჰერპესით ინფიცირების შემდგომ დგება ინკუბაციური პერიოდი, რომელიც 1 კვირამდე გრძელდება,  ქალების უმეტესობა(90%) ასიმპტომური რჩება პირველი ერთი წლის განმავლობაში.

სიმპტომებს ძირითადად წარმოადგენს წვა და ტკივილი, გამოხატული ბუშტუკოვანი დაზიანების დროს. აგრეთვე შესაძლებელია იყოს სიმპტომები საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი შარდვა დიზურია,  ვირუსი აინფიცირებს ეპიდერმულ უჯრედებს შედეგად ჩნდება სიწითლე, და პაპულების ფორმაცია. ზიანდება უჯრედები, ამას მოყვება მათი სიკვდილი, და უჯრედის კედლის ლიზისი შედეგად ვითარდება ბლისტერები (ბუშტუკები),  ჰერპესულ დაზიანებას აქვს სამი სტადია 1) ვეზიკულები პუსტულის ფორმაციით ან მის გარეშე რომელიც გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა. 2) დაწყლულება და 3) ქერქის წარმოქმნა.

ინფექციას შესაძლებელია ვულვაზე ანგიომიოპათიის განვითარება მოყვეს, შედეგად შესაძლებელია მოხდეს შარდსადენის ობსტრუქცია.  ჰერპესი შეიძლება განვითარდეს საშოში, ყელზე(საშვილოსნოს), შარდის ბუშტზე და სწორ ნაწლავში.  ინფექციის მიმდინარეობას უმეტესად თან ახლავს:  თავის ტკივილი, დაბალი სიცხე (37 და ცოტა მეტი).  ზოგადი დისკომფორტის განცდა (მალაიზი).

ინფექციისგან აღდგენა (განკურნება) იწყვება 1-2 დღეში.  ინფექციის ადრეული მკურნალობა ამცირებს ვირუსულ დატვირთვას.  პირველად ინფიცირების  შემთხვევაში ვეზიკულური სტადია მეტ ხანს გრძელდება, განკურნებასაც მეტი დრო სჭირდება და ტკივილი და წვის შეგრძნება შეიძლება 7-10 დღე გაგრძელდეს.  დაზიანება განიკურნება 2-3 კვირაში.

ინფექციას ახასიათებს რეკურენტულობა, ანუ განკურნების შემდგომ გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ისევ იჩინოს თავი.

დიაგნოზისთვის იყენებენ ქსოვილის კულტივირებას (სპეციფიურობა მაღალი, სენსიტიურობა დაბალი, განსაკუთრებით მცირდება პირველი კვირის შემდგომ).   დიაგნოზისთვის გამოიყენება ასევე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR), აგრეთვე გამოიყენება სეროლოგიური ანალიზი მაღალი სპეციფიურობით  (> 96 მეორე ტიპზე 80-89 %)

მკურნალობისთვის გამოიყენება ანტივირუსული მედიკამენტები (აციკლოვირი, ვალაციკლოვირი, ფამციკლოვირი), ანალგეზიური და ანთებისაწინააღმდეგო საშუალებები.  ტოპიკური ანესთეტიკები მაგ. ლიდოკაინი.

თუ ინფიცირებულ ადამიანს აქვს სქესობრივი კავშირი არაინფიცირებულ პარტნიორთან საჭიროა პრეზერვატივის გამოყენება ან თავშეკავება (დაავადების აქტიური ფაზების პერიოდში).