ვაგინიტი (საშოს ანთება)

ტერმინი ვაგინიტის ქვეშ მოიზარება მდგომარეობა როდესაც ქალს აღენიშნება სიმპტომები: საშოდან გამონადენი, ვულვის წვა, ირგვლივმდებარე ქსოვილების გაღიზიანება  და ქავილი.  ეს სიმპტომები ყველაზე ხშირია, რის გამოც ქალი მიმართავს გინეკოლოგს. საშოდან გამონადენის ყველაზე ხშირი სამი მიზეზია: ვაგინოზი(ბაქტერიული), კანდიდოზი, ტრიქომონიაზი.

მრავალ შემთხვევაში ვერ ხერხდება  საშოდან გამონადენის მიზეზის ზუსტი დიაგნოსტირება, ასეთ შემთხვევაში სასურველია შემდგომი კვლევების ჩატარება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და ა.შ. აუცილებელია დაკვირვებით შემოწმდეს საშო, ვულვა და საშვილოსნოს ყელი.  საშოს ლორწოვანიდან ნაცხის ანალიზი და საშოს pH -ის განსაზღვრა ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციის ამოცნობაში და საკმაოდ ინფორმატიულია მთელ რიგ შემთხვევებში.  თუმცა ეს მარტივი ლაბორატორიული მეთოდები არ გამოირჩევიან დიდი სიზუსტით.

ცხრილში მოცემულია ვაგინალური ინფექციების ხშირი გამომწვევების მახასიათებლები:

კატეგორია ფიზიოლოგიური ბაქტერიული ვაგინოზი კანდიდიაზი ტრიქომონიაზი ბაქტერიული (სტრეფტოკოკული, სტაფილოკოკური, ე.კოლით გამოწვეული ინფექციები)
ძირითადი ჩივილი ნორმაში არ უნდა იყოს, ცუდი სუნი, რომელიც ძლიერდება სქესობრივი აქტის შემდგომ. წვა ქავილი, გამონადენი. ქაფიანი გამონადენი, ცუდი სუნი, დიზურია,  ქავილი, სისხლიანი გამონადენი (რომელიც არ  უკავშირდება მენსტრუაციას). თხელი წყალწყალა გამონადენი, ქავილი
გამონადენი მცირე, გამჭვირვალე თხელი, ნაცრისფერი, თეთრი,  წებოვანი, რაოდენობა მატულობს. თეთრი, ხაჭოსებრი. მომწვანო-მოყვითალო, ქაფიანი, წებოვანი. ჩირქოვანი.
pH 3,8-4,2 >4,5 <4,5 >4,5 >4,5
ნაცხის ანალიზი (მიკროსკოპით დათვალიერება   „გასაღები უჯრედები“, მცირედ მომატებული ლეიკოციტები. ჰიფები ტრიქომონადები მრავალი ლეიკოციტი.