ქლამიდია ქალებში

ქლამიდიით გამოწვეული ინფექცია არის სიხშირით ერთ-ერთი პირველი (გონორეასთან ერთად) სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია აშშ-ში. და გავრცელებულია უმეტესად 25 წელზე ნაკლები ასაკის  ქალებში. ქლამიდია არის ობლიგატური ინტრაცელულარული პარაზიტი (გრამ-უარყოფითი ბაქტერია), იწვევს ცილინდრული ეპითელიუმის ინფექციას,  შესაბამისად იწვევს ენდოცერვიკალურ გლანდურალურ ინფექციას, შედეგად ხდება მუკოპურულენტური(ლორწოვან-ჩირქოვანი) გამონადენის ფორმირება და ენდოცერვიკალურ სეკრეცია. ინფექციის შედეგად ხდება ენდოცერვიკალური(საშვილოსნოს ყელის შიდა ნაწილი) ქსოვილის შეშუპება და ჰიპერემია. ქლამიდიამ შარდსადენის ინფიცირებითშესაძლოა გამოიწვიოს ურეთრიტი. ქლამიდიის  იფიცირება აისახება ქალის ჯანმრთელობაზე და შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით:

  • ტრაქომა – გრანულარული კონუქტივიტი ( ქუთუთოს შიგნითა ზედაპირის ინფექცია);
  • ურეთრით (Ab, B, Ba,  C; სეროვერები)
  • მენჯის ანთებითი დაავადება ( D-K სეროვერები);
  • ექტოპიური ორსულობა ( D-K სეროვერები);
  • ნეონატალური პნეუმონია( D-K სეროვერები);
  • ნეონატალური კონუქტივიტი( D-K სეროვერები);
  • უნაყოფობა
  • ვენერიული ლიმფოგრანულომა (L1, L2, L3 სეროვერები).

ქლამიდიური ინფექცია ქალების 50-70 % -ში ასიმპტომურია(უსიმპტომოდ მიმდინარეობს) შესაბამისად ქალისთვის ცნობილი არ არის პრობლემის არსებობა.

ინფექცია შეიძლება გადაეცეს: ვაგინალური, ორალური და ანალური სქესობრივი კავშირით.

ქლამიდიური ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს საშვილოსნოში, ფალოპის მილებში საკვერცხეებში.

სიმპტომებიდან აღსანიშნავია: მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში ტკივილი, გამონადენი საშოდან, სისხლიანი გამონადენი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, ცხელება, მტკივნეული მოშარდვა.

დიაგნოზი: ნაცხის ანალიზით მიკროსკოპის ქვეშ  მხედველობის არეში 20 ან მეტი ლეიკოციტი გამოიკვეთება.  დიაგნოზისთვის გამოიყენება PCR და ELISA, ტესტები ენდოცერვიკალური ნიმუშით.

მკურნალობა – ხდება ანტიბიოტიკებით, აზიტრომიცინით, დოქსაციკლინი ალტერნატიულად: ერითრომიცინი, ოფლაქსაცილინი, ლევოფლოქსაცინი.

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHhMUzB0ZEcxaGFURTBOV1k1TmpRek5EQmhPV000WkRJN2FuTmxjM05wYjI1cFpEMUZPRFEwTnpFMU