ამენორეა

ამენორეა არის მენსტრუაციის არ ქონა რეპროდუქციულ ასაკში. ამენორეა შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური მაგ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდებში. რაც შეეხება არარეპროდუქციულ ასაკს,  ამ შემთხვევაშიც არ აქვს ქალს მენსტრუაცია, ამ პერიოდებს მიეკუთვნება:  ბავშვობა და პოსტ მენოპაუზა.  შესაძლოა ამენორეა იყოს პირველადი ან მეორადი.

პირველადია –  როდესაც ქალს არასდროს ჰქონია მენსტრუაქცია, ამის მიზეზები შეიძლება იყოს: თანდაყოლილი განვითარების დეფექტები, საკვერცხეების უკმარისობა, გენეტიკური დაავადებები მაგ. 5 ალფა რედუქტაზას დეფიციტი.  დაგვიანებული პუბერტატი (მდგომარეობა, როდესაც 16 წლის შემდგომაც არ მოსულა პირველი მენსტრუაცია.)

მეორადი ამენორეა  არის მენსტრუაციის არ ქონა 3 თვის განმავლობაში (ოლიგომენორეის არსებობის შემტხვევაში 9 თვის განმავლობაში).

 ამენორეის შეფასების ალგორითმი – ამენორეა – მენჯის გასინჯვა (ინსპექცია, ექოსკოპია,  ანამნეზის შეკრება და ა.შ.), თუ საშვილოსნო არ არის  და თმიანობა არის საქმე გვაქვს მიულერის აგენეზიასთან, თუ თმიანობაც არ არის ანდროგენ-ინსესნსიტიურობის სინდრომია.

თუ მენჯის გასინჯვის შედეგები დამაკმაყოფილებელია – კეთდება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ანალიზი (ორსულობის დასადგენად), თუ პასუხი უარყოფითია კეთდება პროლაქტინის ანალიზი, თუ მომატებულია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ადენობის დიაგნოსტირების შემდგომ დოფამინის აგონისტებით მკურნალობა ან ქირურგია.  თუ პროლაქტინი ნორმაშია, მაშინ ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი,  თუ მომატებულია თიროიდული ჰორმონის ჩანაცვლებით თერაპია.  თუ ფარისებრიც ნორმაშია მაშინ ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის ანალიზია საჭირო თუ დაქვეითებულია: შესაძლოა იყოს: კვებით დარღვევები, ვარჯიში, სტრესი, თუ ესენი არ არის, კეთდება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა: თუ ნორმაშია სავარაუდოა კალმანის სინდრომი (ჰიპოთალამური ჰიპოგონადიზმი). თუ დარღვევაა ვეძებთ სიმსივნეს.

თუ ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონე მომატებულია –  გონადური უკმარისობა – კარიოტიპი – გონადური დისგენეზია vs საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა.

თუ ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი ნორმალურია:   ტესტოსტერონი მაღალია -საკვერცხეების სონოგრაფია -შეიძლება სიმსივნე ან  პოლიცისტური საკვერცხის სინდერომი. დიჰიდროეპიანდროსტერონ სულფატი თუ მომატებულია თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეზე მიგვაქვს ეჭვია და აუცილებელია მაგნიტურ რეზონანსული კვლევა.  თუ მომატებულია 17 OH-P თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია.