შარდის წარმოქმნა

თირკმელები არის გამოყოფისა და ოსმორეგულაციის. მათ ფუნქციებში შედის ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენების გამოტანა, ორგანიზმის ქიმიური შემადგენლობის ნორმალიზება არასაჭირო ნივთიერებების გამოდევნით, სხეულში სითხის შემცველობისა და рН რეგულირება.

თირკმელები კარგადაა სისხლით მომარაგებული და თავად განაპირობებს სისხლის ჰომეოსტაზს. ეს განაპირობებს ქსოვილოვანი სითხისა და უჯრედშისა სითხის ოპტიმალურ რაოდენობას.

თირკმელები უსაბამებენ თავის ფუქნციონირებას ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს. ამასთან იცვლება მხოლოდ ნეფრონის ბოლო ორ ნაწილში – დისტალური კლაკნილი მილაკები და შემკრებ მილაკები – ხდება ცვლილებები ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის შესანარჩუნებლად. ნეფრონის დანარჩენი ნაწილი დისტალური მილაკების ჩათვლით ფუნქციონირებას აგრძელებს ფიზიოლოგიის ფარგლებში.

თირკმელების ფუნქციონირების საბოლოო პროდუქტი არის შარდი, რომლის მოცულობა და კონცენტრაცია იცვლება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ყოველი თირკმელი შეიცავს დაახლოებით 1 მლნ მორფო-ფუნქციურ ერთეულს – ნეფრონს. ნეფრონის აგებულება იხილეთ სურათზე.

თიკმელებში მოხვედრილი სისხლის პლაზმა (სისტოლური მოცულობის დაახლოებით 20%) განიცდის თირკმლის გორგლოვან აპარატში ულტრაფილტრაციას. ნეფრონი გორგლოვანი და მილაკოვანი აპარატების ერთოვლიობა. თირკმლის თითოეული გორგალი შეიცავს თირკმლის კაპილარებს, რომლებიც გარშემორტყმულია ბოუმენის კაფსულით.

ულტრაფილტრაციის განმაპირობებელი ძალა არის წნევის გრადიენრი არტერიულ სისხლსა და გლომერულური სივრცეს შორის, რომელიც შეადგენს საშუალოდ 8 კპას-ს. ულტრაფილტაციას ეწინააღმდეგება ონკოზური წნევა, რომელიც შეადგენს საშუალოდ 3,3 კპას და იქმნება პლაზმაში შეწონილი ცილების მიერ.

შარდის წარმოქმნა ხდება 2 ეტაპად. პირველი ეტაპი ხდება თირკმლის გარეთა შრეში – თირკმლის გორგლოვან აპარატში. სისხლის გაივლის კლაკნილ მილაკებში და განიცდის ფილტრაციას და სითხის ნაწილი ხვდება კაფსულაში. ასეწარმოიქმნება პირველადი შარდი, რომელიც ფაქტიურად არის სისხლის პლაზმას.

მეორე ეტაპის არსი მადგომარეობს იმაში, რომ პირველადი შარდი გაივლის მილაკოვან სისტემას, სადაც უკუშეიწოვება ყველა საჭირო ნივთიერება და წყალი. ყველაფერი, რაც არის მავნე ორგანიზმისთვის რჩება მილაკოვან სისტემაში და გამოიყოფა შარდთან ერთად.

პირველადი შარდი ნაწყეტ-ნაწყვეტ გადის კლაკნილ მილაკებში და მისი ეპითელური უჯრედები ინტენსიურად იწოვენ ყველაფერ საჭიროს პირველადი შარდიდან და შეიწოვება პირველადი შარდის 96% წყალი. შესრულებულ მუშაობაში ეს ეპითელური უჯრედები ხარჯავენ დიდძალ ენერგიას, რისი დასტურიც ისაა, რომ ორგანიზმში მოხვდერილი ჟანგბადის 1/11 სწორედ თირკმელები მოიხმარენ, რომლებიც თავად სხეულის 1/160 შეადგენენ. წარმოქმნილი შარდი მიედინება მილაკებით პირამიდების მწვერვალებისკენ (დვრილებისკენ) და მათზე არსებული ხვრელების საშუალებით ხვდებიან თირკმლის მენჯში. საიდანაც გადადიან შარდსაწვეთებში და ხვდებიან შარდის ბუშტში.