მენოპაუზა (ნაწილი II )

მენოპაუზა წარმოადგენს ქალის ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპს და არ არის დაავადება,  ამ დროს ხდება საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება და საბოლოოდ გაქრობა, იმატებს ჰიპოფიზის ჰორმონები: ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონი და ლუთეალური ჰორმონი, ვინაიდან  მათ მიმართ საკვერცხეების რეაქცია დაქვეითებულია.  ქალური ჰორმონების ესტროგენების და პროგესტერონის რაოდენობა მცირდება. სწორედ  ეს მდგომარეობა იწვევს იმ სიმპტომებს (ალები, ხასიათის ცვლილება, ინსომნია და ა.შ).  რომელიც თან ახლავს  მენოაუზას.

არსებობს სხვადასხვა ჰიპოთეზები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ხსნიან კაცობრიობაში მენოპაუზის როლს და მიზეზს, მათ შორის ერთ-ერთ გავრცელებულია  „ბებიობის“ ჰიპოთეზა რომლის მიხედვითაც ქალს მენოპაუზა უვითარდება, რათა გაეზარდოთ შვილიშვილებს „კარგად ყოფნის“ და გადარჩენის  შანსი.

მენოპაუზის მართვა:

ვინაიდან მენოპაუზა ცხოვრების ნორმალური ეტაპია ის თავისთავად არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომელთა მკურნალობაც ხდება საჭირო გარკვეულ შემთხვევებში.

ჰორმონო ჩანაცვლებით თერაპია:

ქალებს, რომლებსაც აქვთ საშვილოსნო მკურნალობენ ესტროგენებს + პროგესტერონი ჰორმონო თერაპიით, ხოლო იმ ქალებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ჰისტერექტომია – მხოლოდ ესტროგენებით.  ჰორმონების მიღების ძირითადი ფორმა კვლავაც ორალურია(აბების სახით), თუმცა  მედიკამენტები არსებობს გელების, სპრეის, კანქვეშა ინპლანტანტის და სხვა ფორმით.

ჰორმონო ჩანაცვლებით თერაპია ეფექტურია: ალების, საშოს სიმშრალის, სახსრების ტკივილის, ძილის ხარისხის და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის.

ანტიდეპრესანტები:

პაროქსეტინი, ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი (პროზაკი) და ვენლაფლაქსინ ჰიდროქლორიდი წარმატებით გამოიყენება ალების სამკურნალობდ, ძილის და ზოგადად ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.  სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები თეორიულად უნდა აუმჯობესებდნენ მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც.

გაბაპენტინი (ნეურონტინი)  და სხვა გაბა ანალოგები არიან ანტი – გულყრის საწინააღმდეგო საშუალებები.  მენოპაუზის დროს გამოიყენებიან ალების სამკურნალოდ.

სისხლის წნევის  მედიკაცია – კლონიტინი (კატაპრესი) , ასევე გამოიყენება ალების საწინააღმდეგოდ და საკმაოდ ეფექტურად, თუმცა ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვერ შველის.

ალტერნატიული მედიცინა – ზოგიერთი პრაქტიკოსი ექიმის მტკიცებით მენოპაუზის სიმპტომების მოხსნისთვის მნიშვნელოვანია მცენარეული საშუალებების გამოყენება.  მაგ. ფიტოესტროგენები,   Femarelle (DT56a).

პაციენტის ინფორმირება – აუცილებელია  ქალმა შეიტყოს საკუთარი ცხოვრების ეტაპის შესახებ, ვინაიდან შეძლოს მისი მართვა სათანადოდ.