სქესობრივი აგზნება და მედიკამენტები

ქალებს მრავალ შემთხვევაში აწუხებთ სექსუალურ ქცევასთან ასოცირებული პრობლემები, მათ შორის გავრცელებულია სქესობრივი სურვილის დარღ ვევები და სუბიექტურ აგზნებასთან დაკავშირებული  პრობელემები.  არსებობს მკურნალობის ფსიქოლოგიური და მედიკამენტური მეთოდები. ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ იმ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება/კვლევის საგანია ამ მდგომარეობების სამკურნალოდ.

ტესტოსტერონი (ტესტროგენი)  – გამოიყენება იმ ქალებში რომლებსაც აქვთ ქირურგიული ჩარევის შედეგად ან ბუნებრივად დამდგარი მენოპაუზა.  ტესტოსტერონის გამოყენება ამ ჯგუფში იწვევს ზოგად დამაკმაყოფილებელ სქესობრივ აქტივობას ქალებში.

დიჰიდროეპიანდროსტერონი (ესტრადიოლის და ტესტოსტერონის პრეკურსორი) – თეორიულად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პერიმენოპაუზალურ პერიოდში, თუმცა კვლევებით ეს არ დასტურდება.

ეფედრინი ( ალფა და ბეტა ადრენერგული აგონისტი) – ერთ-ერთი კვლევით 50 მგ. ეფედრინი ქალებში ზრდიდა ვაგინალურ კონგესციას (ფიზიოლოგიური აგზნების ნიშანი) თუმცა  სუბიექტური აგზნების მხრივ  დადებით შედეგი არ დადასტურდა.

ბუპროპიონი – (ნორ ადრენალინის აგონისტი) –  სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ აუმჯობესებს ქალის აგზნებადობას და სექსუალურ სტიმულებზე რეაქციას, თუმცა არ ზრდის სექსუალურ სურვილს.

სილდენაფილი – (ფოსფოდიესთერაზა 5 ის ინჰიბიტორი) – შესაძლებელია ეფექტური იყოს  გენიტალური ფიზიოლოგიური აგზნების პროცესში, თუმცა არ არის ეფექტური სუბიექტური აგზნეის და სექსუალური სურვილის მხრივ.

ტიბოლონი – (ესტროგენული, პროგესტერონული, ანდროგენული სტეროიდი) –  ეფექტურია პოსტმენოპაუზალურ ასაკში, როგორც ჰორმონო ჩანაცვლებითი თერაპია.

იოჰიმბინი –  (ცენტალურად მოქმედი ნორადრენერგული ) + არგინინი (NO  პრეკურსორი).  – აუმჯობესებს ფიზიოლოგიურ სქესობრივ აგზნებას.