ვაგინიზმის მკურნალობა

ვაგინიზმი  საკმაოდ გავრცელებული ( ქალების 6 % ში გვხვდება) სამედიცინო  მდგომარეობაა, ხასიათდება ქალის სასქესო ორგანოს გარშემო მდებარე კუნთების ძლიერი სპაზმით, რომლის შედეგადაც შეუძლებელია ან ძლიერ გაძნელებული ხდება ნებისმიერი სახის ვაგინალური პენეტრაცია.  მდგომარეობა ეხება, როგორც სქესობრივი ცხოვრების გაძნელებას ასევე ვაგინალური გასინჯვის, ტამპონების გამოყენების შეზღუდვა/შეუძლებლობას.
შესაძლებელია ვაგინიზმის მართვა, ამისთვის პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს რამოდენიმე/ხშირი ვიზიტი ექიმთან და ფსიქოთერაპიები, რომლის მიზანია პაციენტის ინფორმირება საკუთარი ანატომიის, ფიზიოლოგიის შესახებ. ქალმა, რომლის წინაშეც ვაგინიზმის  პრობლემა დგას უნდა ისწავლოს მენჯის კუნთები ს(კონკრეტულად პუბოკოგციგეალური კუნთის) მართვა და ნებით კონტროლი.  ამისთვის გამოიყენება კეგელის ვარჯიშები.

ქალმა უნდა დაიწყოს იმის შეგრძნების სწავლა, რომ შეიძლება მის საშოში რამის მოთავსება (პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს ტამპონის ნაწილი, ან თითი).  შემდგომ ეტაპს წარმოადგენს პაციენტი შეეჩვიოს გინეკოლოგიურ პროცედურებს, მაგ სარკით გასინჯვა ამისთვის შესაძლებელია თავად პაციენტის დახმარება გახდეს საჭირო.

იმისთვის, რომ ვაგინიზმის დიაგნოზი დაისვას საჭიროა გამოირიცხოს სხვა სამედიცინო მდგომარეობები, ამისთვის საჭიროა ექიმმა შეძლოს პაციენტის გასინჯვა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ის იქნება ამისთვის მზად.  გასინჯვა აუცილებელია საბოლოო დიაგნოზისთვის , რათა გამოირიცხოს ალოდინია, ვესტიბულიტი და სხვა პათოლოგიები, რომელთაც შეუძლიათ ვაგინიზმის ნიშნების გამოწვევა.

სქესობრივი აქტი არ არის რეკომენდირებული სანამ ქალი არ ისწავლის პენეტრაციის კონტროლს და საშოს ნორმალური დილატაციის საშუალება არ ექნება.  ქალს შეუძლია და უნდა იყოს სქესობრივად აქტიური, ანუ წყვილებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მოეფერონ ერთმანეთს, თუმცა ვაგინალური კონტაქტი არ არის დაშვებული.

ვაგინიზმის მკურნალობა მოიცავს სხვადასხვა ელემენტებს:

  • საშოს მექანიკური შეხება.
  • არაპენეტრაციული სექსი (ვულვის, მაგრამ არა საშოს სტიმულაციით)
  • ფიქრების და კონცენტრაციის გადატანა სხვა რამეზე ვაგინალური პენეტრაციის დროს.

ქალმა ნელ-ნელა უნდა დაიწყოს მიჩვევა საშოს პენეტრაციასთან და ამის ერთ-ერთი ნიშანია სრულფასოვანი გინელკოლოგიური გასინჯვა.  ასევე კლინიკურად დადებით შედეგი მოაქვს საშოს მექანიკურ დილატაციას, რომელსაც ასევე პაციენტი თვითონ ახორციელებს სხვადასხვა ზომის საგნებით.

თუ არსებობს პაციენტის სურვილი და მზაობა  ვაგინიზმის დასამარცხებლად, მაშინ ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევაში მოგვარებადია,  თუმცა  ზოგ შემთხვევაში სქესობრივი აქტის წარმატებით განხორციელების დროსაც კი, ქალის სიამოვნება თვით აქტისგან შედარებით დაქვეითებულია.