სექსუალური ჯანმრთელობა

აქტიური სექსუალური ცხოვრების მქონე ადამიანებში, რა ასაკშიც არ უნდა იყონ ისინი, სექსუალური ჯანმრთელობა ძალიან ნიშვნელოვანია. სექსუალური ჯანმრთელობა ფიზიკური ჯანმრთელობის ნაწილია, მაგრამ კიდევ ბევრ კომპონენტს მოიცავს.

სექსუალური ჯანმრთელობა – ეს არის მდიდარი წარმოსახვის უნარის, ფანტაზიების, ადამიანის სექსუალური ცხოვრების ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური ასპექტების კომბინაცია ფიზიკურ ჯანმრთელობათან. ყველაფერი ეს ერთად ადამიანს აძლევს განვითარების, გამრავლების, სიყვარულის და საბოლოო ჯამში ჰანმრთელი სექსუალური ცხოვრების წარმოების საშუალებას.

სექსუალური ჯანმრთელობის ძირითადი კომპონენტი არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ანუ ადამიანის შესაძლებლობა, აწარმოოს სექსუალური ცხოვრება, ჰქონდეს შთამომავლობის ყოლის საშუალება, აგრეთვე შეეძლოს მიიღოს გადაწყვეტილება სექსუალური აქტების სიხშირის თაობაზე – ეს არის ჯანმთელობას + თავისუფლება.

ადამიანის სექსუალობის თავისებურება არის ის, რომ ემოციური ფონი, რომელიც ახლავს ადამიანების სექსუალურ ურთიერთობებს სცილდება საწყის ბიოლოგიურ მიზანს, რასაც ემსახურებოდა სექსი – შთამომავლობის ყოლა და იძლევა უდიდესი სულიერი და ფიზიკური სიამოვნების მიღების საშუალებას.

ცხოვრების განმავლობაში ადამიანის სექსუალური აქტივობა სტაბილიზდება რეპროდუქციული ჯანმრთელობით, ფსიქოლოგიური მდგომარეობითა და გარემოებებით. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქორწინებას, რომლის შემდეგაც სექსი ნაწილობრივი იღებს „ვალდებულების“ ფორმას, ჩნდებიან ბავშვები და წყვილის ტავისუფალი სექსუალურიო ცხოვრება იზღუდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაში არის მენოპაუზა, რომელიც ხასიათდება ადამიანის სექსუალური აქტივობის შესუსტებით. პროცენტულად ასაკის შესაბამისად სექსუალური აქტივობა აღინიშნება მამაკაცებში:

  • 60 წელი – 75%;
  • 70 წელი – 30%;
  • 80 წელი – 14-20%.

ქალებში ასაკობრივი დინამიკისთვის თვალყურის მიდევნება შედარებით რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაჩვენებლები მსგავსია მაღალი ალბათობით.

მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, მხოლოდ სექსუალური აქტივობით ვერ ვისაუბრებთ ადამიანის სექსუალურ ჯანმრთელობაზე. ყოველი ადამიანის სექსუალური თავისებურება და ჯანმრთელობა არის გენეტიკური ინფორმაციის, ჰორმონალური ფონის, ნერვული სისტემის მდგომარეობის და პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლების ერთობლიობაა. თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული სექსოლოგების მხრიდან, რომ ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე სრულყოფილი ცხოვრებისთვის აუცილებელია სექსუალური აქტივობა, რადგანაც ამ სფეროში პრობლემები ხშირად აგდებს ცალკეული პიროვნების ცხოვრებას ჩვეული კალაპოტიდან.

ქვემოთ მოყვანიალია რამდენიმე პუნქტი, რომელიც აუცილებელია ადამიანის სექსუალური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

  • არანამკურნალევი, ან არასრულად ნამკურნალევი სგგი – მაგალითისთვის საკმარისია ქლამიდიოზი, შეიძლება მამაკაცმა ვერც გაიგოს, რომ დაინფიცირდა, წლების მერე კი აღმოაჩნდეს პროსტატიტი, იმპოტენცია და უშვილობა. აშკარად საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ადამიანმა არ იქონიოს დაუცველი სექსი, მით უმეტეს თუ ეს შემთხვევითი კავშირია. თუ მოხდება ისე, რომ უკვე იყო დაუცველი სექსი, აუცილებლად უნდა გეკეთდეს ანალიზი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე და საჭირო შემთხვევაში ჩატარდეს მკურნალობა;
  • უყურადღებობა და ხერხემალი – ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მსუქბუქი და ნამკურნალევი ტრავმის, ან დაზიანების შემდეგ საჭიროა დროგამოშვებით მდგომარეობის კონტროლი. ვინაიდან ერექციის მაკონტროლებელი ნერვები ზურგის ტვინის წელისა და გავის ნაწილებიდან გამოდიან, ხერხემლის ტრავმა ხშრად ხდება ამ ნევრების მოჭყლეტის, დაზიანების მიზეზი;
  • პენისის და კლიტორის პირსინგი – პირსინგის შედეგად ძლიერ დაზიანება ხდება როგორც კლიტორის, ასევე პენისის მღიმოვანი სხეულების ქსოვილები, შესაბამისად ძალიან მალეც რომ მოხდეს ამ აქსესუარების მოცილება, ტრავმა მაინც ტოვებს ტავის კვალს და რაღაც ეტაპზე ხდება პრობლემების მიზეზი;
  • ფსიქოლოგიური ფაქტორი – ცხოვრებისეულად ადამიანს ძალიან ბევრი საფიქარლი და პრობლემა აქვს, ამას ემატება მამაკაცებში ერექციის მექანიზმების ასაკობრივი შესუსტება. რაც ხშირად ხდება მათში დამატებით ფსიქოლოგიური იმპოტენციის მიზეზი, ამიტომაც საჭიროა ასაკობრივად ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობების და მისი რესურსების ცოდნა. რაც შეეხებათ ქალებს, პრობლემები ჩნდება მენოპაუზის დროს, როცა ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური გადაწყობა, იცვლება სექსუალური სურვილები, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ფიზიკური თვითგრძნობა. ამ შემთხევაში საჭიროა ჰორმონალური ჩარევა;
  • მოწევა – https://geosexmd.com/2011/11/29/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98/;
  • ჭარბი წონა https://geosexmd.com/2011/11/02/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98-ii/;
  • იმუნიტეტი – ასაკთან ერთად სასურველია ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსების მიღება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება.