ტრანს ქალი

ტრანს ქალი, არის ტრანსექსუალი  რომელიც ბიოლოგიურად არის მამაკაცი, ანუ გააჩნია მამაკაცის სასქესო ორგანოები ,თუმცა მისი გენდერული იდენტობა შეესაბამება ქალს.  ტრანსსექსუალი ქალი ხშირად იყენებს ცვლილების იმ მეთდებს, რომლითაც საშუალება ეძლევათ დაემსგავსონ ქალს, მაგ. ჰორმონო ჩანაცვლებით თერაპია. ასეთ ქალები იღებენ ესტროგენებს და მათ სხეული განიცდის ფიზიკურ ცვლილებას, იცვლება ცხიმის გადანაწილება სხეულში, ცხიმოვანი ქსოვილი უფრო მეტად ვითარდება ბარძაყების და დუნდულოების მიდამოში, ესტროგენების გავლენით ასევე იზრდება მკერდი.  ტრანსექსუალი ქალები იცვავენ ქალებითვით, იკეთებენ მაკიაჟს და ა.შ. ზოგჯერ სქესის შეცვლის ოპერაციასაც მიმართავენ.

რაც შეეხება ტრანსგენდერ ქალებს, მისი მნიშვნელობაც დაახლოებით იგივეა რაც ტრანსექსუალი ქალის, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ტრანსგენდერი ქალი უფრო კრებითი ცნებაა და მოიაზრებს ყველა იმ ადამიანს, ვისი გენდერული იდენტობაც არის ქალი, მაგრამ ბიოლოგიურად მამრობითი გენიტალიები აქვს, ასეთმა  ადამიანებმა შესაძლოა არ შეცვალონ საკუთარი ცხოვრების სტილი, ან სექსუალური  იდენტურობა, მაგრამ მაინც ტრანსგენდერ ქალებად მოიხსენიებენ.

რაც შეეხება სექსუალურ იდენტურობას: ეს არის ადამიანის სექსუალურ ქცევასთან ასოცირებული მდგომარეობა, ანუ მარტივად, პასუხობს კითხვას : „ადამიანს ვისთან აქვს სექსი?“ სექსუალური იდენტობა განსხვავდება  სექსუალური ორიენტაციისგან, სექსუალური ორიენტაცია უფრო ფართო ცნებაა და პასუხობს კითხვებს : „ადამიანს ვისთან უნდა სექსი და ვისთან ურჩევნია სქესობრივი კავშირის დამყარება?“ .

შესაბამისად ტრანსგენდერი ქალი, ანუ ბიოლოგიურად მამრობითი ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა არის ქალი,  შეიძლება სიამოვნებდეს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა, მაკიაჟის გაკეთება, თუმცა სექსუალური იდენტობით იყოს კაცი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ტრანსექსუალი ქალი  უფრო რეალიზებულია, ვიდრე ტრანსგენდერი (- ების ნაწილი) ქალი, თუმცა ტრანსგენდერი თავის თავში მოიაზრებს ტრანსექსუალსაც.

რაც შეეხება ტრანს ქალების სექსუალურ ორიენტაციას, ისინი შეიძლება იყვნენ ჰეტეროსექსუალები – ანუ ხიბლავდეთ მამაკაცები, ჰომოსექსუალები – უნდოდეთ სქესობრივი აქტივობა ქალებთან, ან ბისექსუალები -ორივესთან.

ტრანს ქალი,  ხშირად  ასოცირებულია გენდერული იდენტობის დარღვევასთან, რომელიც ფსიქიატრიულ აშლილობას წარმოადგენს და ხასიათდება ძლიერი დისკომფორტის , შეუსაბამობის და დისტრესის განცდით საკუთარი ბიოლოგიური სქესის მიმართ