ექსჰიბიციონიზმი და მისი სახეები

ექსჰიბიციონიზმი არის  ადამიანის ძლიერი, კომპულსური სურვილი დემონსტრირება გაუწიოს საკუთარი სხეულის ნაწილებს სახალხოდ.   კაცების შემთხვევაში ძირითადად გენიტალიები (პენისი, სათესლეები), ქალების შემთხვევაში – დუნდულოები, მკერდი.   სხეულის ნაწილების ჩვენება ხდება სახალხო, ან ნახევრად სახალხო (მეგობრების, ამხანაგების ) გარემოში.  არსებობს ექსჰიბიციონიზმის სხვადასხვა ტიპები:

  • ანასირმა – ქალების შემთხვევაში საცვალის, კაბის აწევა და გენიტალიების გამოჩენა.
  •  ფლეშინგი:  ქალი ზედის აწევით  ახდენს საკუთარი მკერდის გაშიშვლებას. (ზოგ შემთხვევაში ფლეშინგი იხმარება გენიტალიების მიმართაც).
  • სქესობრივი აქტის ყურებით სექსუალური სიამოვნების მიღებით მიმდინარე პარაფილია  (Martymachlia)
  • მუნინგი – ტრუსების ჩაწევით დუნდულოების ჩვენება. (კაცები ხშირად იუმორის ან დაცინვის მიზნით გამოიყენებენ, ქალები სექსუალური აგზნების მიზნით).
  • სთრიქინგი – როდესაც ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გარბის შიშველი (Streaking)
  • კანდუალიზმი – არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სიამოვნებას იღებს საკუთარი პარტნიორის სიშიშვლის ჩვენებით სხვა ადამიანების მიმართ.
  • რეფლექტოპორნო – როდესაც ადამიანი შიშველ სურათებს იღებს სარკის წინ და შემდეგ ამ სურათებს ავრცელებს ინტერნეტით.
  • სატელეფონო სკატოლოგია – არის პროცესი რომლის დროსაც ადამიანი უცხო ადამიანს სატელეფონო კავშირის საშუალებით ესაუბრება უხამსად.