ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება  ადამიანის ემბრიონის მიერ( შემდგომ პლაცენტის სინციტიობლასტის მიერ),  სწორედ ამ ჰორმონის განსაზღვრა გამოიყენება ორსულობის დასადგენად, როგორც სწრაფ ტესტებში(შადის), ასევე სისხლის ანალიზის დროს.  ადამიანის ორგანიზმში არსებობს ქორიონული გონადოტროპინის ანალოგი ჰორმონი , მას ადენოჰიპოფიზი გამოიმუშავებს და მალუთეიზებელი ჰორმონი ჰქვია.  ქორიონული გონადოტროპინი შესაძლოა  ორგანიზმში სიმსივნის არსებობაზე მიუთითებდეს.

ქორიონული გონადოტროპინი აქტიური განხილვის საგანი იყო წონაში კლების მხრივაც, საბოლოოდ მისი ჰომეოპათიური სახით გამოყენება აიკრძალა ამერიკის წამლის და კვების ასოციაციის მიერ  2011 წლის ბოლოს.  

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი თავისი სტრუქტურით გლიკოპროტეინია.  მისი ფუნქციაა ორსულობაში ყვითელი სხეულის შენარჩუნება (ეს უკანასკნელი პროგესტერონის წყაროა, პროგესტერონი საჭიროა საშვილოსნოს სათანადო სისხლმომარაგების და კვებისთვის, ორსულობის შესანარჩუნებლად).

ქორიონული გონადოტროპინის ექსკრეცია ხდება შარდის საშუალებით.

ქორიონული გონადოტროპინის საშუალებით ადგენენ ორსულობას:

1)      დილის შარდში, მომენტალური ტესტების მეშვეობით.

2)      ვენური სისხლის შრატში.

ყველაზე მგრძნობიარე ტესტებმა (შარდის) შესაძლოა დააფიქსირონ ქორიონული გონადოტროპინის მატება  6-12 დღის ფარგლებში ოვულაციიდან, თუმცა ცრუ პასუხების ალბათობა შედარებით მაღალია ორსულობის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში.

ქორიონულ გონადოტროპინს გამოიყენებენ სიმსივნის მარკერებადაც შემდეგი ნეოპლაზიების დროს:

  •  სემინომა
  • ქორიოკარცინომა
  • ჩანასახოვან უჯრედოვანი სიმსივნე
  • ტერატომა

 

არსებობს მოსაზრებები, რომ ქორიონული გონადოტროპინი ახდენს ჰიპოთალამუსის მოდიფიცირებას,  დაბალკალორიული დიეტის დროს მოხდეს შერჩევითად მხოლოდ ცხიმების განლევა(და არა კუნთების), თუმცა ფართო კვლევებში ეს ჰიპოთეზა არ დადასტურდა, ამიტომ მეცნიერულად არასარწმუნოდ ითვლება.

მკვლევართა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქორიონული გონადოტროპინი წარმოადგენს წონაში კლების საშუალებას, თუმცა დღეისთვის ეს მოსაზრებაც მცდარად მიიჩნევა.