ნერვული სიმპტომატიკა და ერექცია

ვინაიდან ერექცია რეგულირდება ნერვული სისტემის მიერ, ამ სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და დაავადებები იწვევნ ასახვას ერექტიულ დისფუნქციაში.

ზურგის ტვინის დაზიანების სიმპტომატიკა:

ზურგის ტვინის დაზიანება ერექციისა და ეაკულაციის მაკონტროლებელი ნერვულ ცენტრს ზევით იწვევს ფსიქოლოგიური ერექციის დარღვევას. მაშინ როცა რეფლექტორული ერექცია შენარჩუნებულია. იმ შემთხვევაშც კი, როცა პაციენტს აქვს ზურგის ტვინის განივი მასიური დაზიანებაა, პაციენტების დიდ ნაწილს აქვს შენარჩუნებული რეფლექტორული ერექცია.

ზურგის ტვინის დაზიენაბსთან დაკავშირებული პოტენციის დარღვევები ვითარდება გაფანტული სკლეროზის, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზისა და ზურგის ტვინის ტაბესის (სიმშრალის) დროს.

ერექტიული დისფუნქცია შეიძლება იყოს ზურგის ტვინის სიმსივნის ადრეული ნიშანი. თუმცა ვითარდება აგრეთვე ორმხრივი ქონდროტომიის დროს. ორივე შემთხვევაში ვლინდება სხვა ნევროლოგიური სიმპტომატიკაც, კერძოდ მოშარდვის დარღვევები.

გავის სეგმენტის დაზიანების ნიშნები:

  • უშუალოდ ერექციის მაკონტროლებელი გავის ნერვის ტოტალური დაზიანება (სიმსივნე, ტრავმები, სისხლძარღვოვანი დაზიანებები) იწვევს სრულ იმპოტენციას. ყველა შემთხვევაში ვლინდება შარდვისა და დეფეკაციის) დარღვევები, სხვა ობიექტური ნევროლოგიური სიმპტომები ვლინდება კონუსისა და ეპიკონუსის სინდრომის ფარგლებში ვლინდება. გავის სეგმენტის არასრული დაზიანების დროს (მაგ, ტრავმების დროს) შეიძლება შენარჩუნებული იყოს ფსიქოგენური ერექცია, მაშინ როცა არ არის რეფლექტორული.
  • ერექტიული დისფუნქციის მიზეზი აგრეთვე არის გავის წნულების ორმხრივი დაზიანება, ან მენჯის ნერვების დაზიანება. იგი ვითარდება ტრავმების და/ან ცხენის კუდის სიმსივნური პროცესით (თან ახლავს შარდვის პრობლემები და უნაგირისებრი ანესთეზია), მენჯის ძვლების მოტეხილობების დროს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე წარმოებული ფართო ქირურგიული ჩარევების დროს (მაგ, სწორი ნაწლავის რეზექცია), ცისტექტომიის, შორისიდან პროსტატექტომიის შემდეგ და ა.შ. მცირე მენჯის ღრუს დაზიანებებს ყოველთვის ახლავს სასქესო ორგანოსა და შორისის მგრძნობელობის დარღვევები და შესაბამისი რეფლექსების გამოვარდნა.

სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები:

  • თუკი სიმპათიკური ნერვული სისტემის დაზიანება გულმკერდის ქვედა, ან წელის პირვლი ორი მალის დონეზე არის ორმხრივი ახდენს გავლენას პოტენციაზე, თუმცა ყოველთვის არა. წელის დონეზე ორმხრივი სიმპატექტომიის შემდეგაც კი შეიძება არ იყოს პოტენციის პრობლემები, თუმცა არის ეაკულაციის დარღვევები.
  • ნევროპათიები, რომლებიც განაპირობებენ პოტენციის პრობლემებს უკავშირდებიან პარასიმპათიკური და სიმპათიკური ეფერენტული ბოჭკოების დაზიანებას: ეს უვლინდება ახალგაზრდა მამაკაცებს შაქრიანი დიაბეტით, მწვავე პანდიზავტონომიის დროს.

პენისის ანატომიური სტრუქტურების დაზიანება ძირითადად ადვილად სადიაგნოსტიკოა ანამნეზითა და დათვალიერებით (პრიაპიზმი, პენისის პლასტიკისშემდგომი გასქესლება, ტრავმა…).