სექსი და ინფარქტი

სექსი და მიოკარდიუმის ინფარქტი  საკმაოდ პრობლემატური საკითხია მამაკაცებისთვის, ვინაიდან ინფარქტის შემდგომ ხშირია ერექციული დისფუნქცია, ამის მიზეზი ზოგ შემთხვევაში შფოთვით აშლილობას უკავშირდება და ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს, ზოგ შემთხვევაში კი გამოწვეულია ინფარქტის შემდგომი მედიკამენტური მკურნალობით.

ჯერ კიდევ ახლო წარსულში ექიმები ურჩევდნენ, როგორც ქალებს ასევე  მამაკაცებს თავი შეეკავებინათ სექსუალური აქტივობისგან 50 წლის ზევით,  მიიჩნევდნენ, რომ ეს იქნებოდა სიცოცხლის გახანგრძლივების კარგი საშუალება.  თუმცა საბოლოოდ ეს მოსაზრება არ გამართლდა, ვინაიდან ადამიანს შეუძლია შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და სექსუალური პოტენციაც ღრმა მოხუცებულობამდე, შესაბამისად შეუძლია იყოს ჯანმრთელი და სქესობრივად აქტიური.

სექსუალური დისფუნქცია ხშირ შემთხვევაში ასოცირებულია ასაკთან და თანმხლებ დაავადებებთან თუმცა პრობლემები საკმაოდ ხშირია ახალგაზრდებშიც:

  • 30 % მამაკაცებისას და 40 % ქალებისას დროდადრო აქვთ სექსუალური სურვილის დეფიციტი,
  • 37% ახალგაზრდებისა განიცდიან ერექციის დისფუნქციას ან ლუბრიკაციის ნაკლებობას (ქალები),
  • 30 % სექსუალურად აქტიური ქალებისა (ახალგაზრდები) სექსის დროს ვერ განიცდიან ორგაზმს.
  • ბიჭების  23 % აწუხებს ნაადრევი ეაკულაცია.

რაც შეეხება სექსუალურ აქტივობას შედარებით ასაკიან ადამიანებს შორის:

  • 56-85 წლამდე ადამიანების 50 % -ს თვეში ერთხელ რეგულარულად აქვს სექსი.
  • დროსთან მიმართებაში ასაკოვან ადამიანებში სექსუალური აქტივობა იზრდება,

სექსუალური აქტივობის დროს იზრდება გულზე დატვირთვა, გულის ცემა კოიტუსის დროს დაახლოებით 162/89 (სისტოლა/დიასტოლა). იზრდება სისხლის წნევაც 140 დან 180 მდე (მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტით) საშუალოდ 50 -ით.

მეტაბოლური აქტივობა გაძლიერებულია 3-4 მეტაბოლურ ექვივალენტამდე, განსაკუთრებით მისიონერული პოზის დროს.

შესაბამისად სექსუალური აქტივობა ორგანიზმისგან დიდ ენერგიის ხარჯვას და გულის გაძლიერებულ მუშაობას მოითხოვს. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ კი არსებობს რისკი მისი გართულებებისა განსაკუთრებით უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ამ პერიოდში სექსი შეიძლება განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდეს ორგანიზმისთვის.

საშუალოდ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ 4  კვირის განმავლობაში შესაძლებელია სექსუალური აქტივობის განახლება პაციენტების უმეტესი ნაწილისთვის.

ზოგადად სექსისგან გამოწვეული სიკვდილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ ძალიან იშვიათია, თუმცა შედარებით მაღალია  ქორწინების გარეშე ურთიერთობების დროს .

კოიტალური სტენოკარდია ვითარდება იშვიათად  და გამოწვეულის გულის  გადამეტებული  დატვირთვით და ჟანგბადის გაძლიერებული მოთხოვნილობით.  ეს მდგომარეობა უვითარდებათ ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კორონარული დაავადებები და ძალიან ინერტული ცხოვრების სტილი,  ასეთ ადამიანებს მცირე ფიზიკურ დატვირთვაზეც კი შეიძლება განუვითარდეთ სტენოკარდია.

კოიტუსის დროს მიოკარდიუმის ინფარქტი შემთხვევათა 1 % -ზე ნაკლებში ვითარდება.

სქესობრივი აქტივობა 2 სთ-ს განმავლობაში რისკ ფაქტორს წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისთვის იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს სერიოზული გულ-სისხლძარღვთა იშემიური პათოლოგიები.

რაც შეეხება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ სექსუალურ აქტივობას,  მამაკაცების ნაწილში აღინიშნება სექსუალური დისფუნქცია, რაც გამოწვეულია უმეტესად ფსიქოლოგიური პრობლემებით, ზოგ შემთხვევაში  ორგანული დარღვევების გამო, ან მედიკამენტებით გამოწვეული.

ბეტა ბლოკერებმა შესაძლოა გამოიწვიონ ერექტიული დისფუნქცია.

ხოლო ვაიგრას (სილდენაფილის) გამოყენების დროს სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, ვინაიდან თუ მამაკაცი ხმარობს ნიტრატებს პარალელურად შესაძლოა მოყვეს მდგომარეობის გართულება მძიმე ჰიპოტენზიის სახით, ამიტომ მკურნალობის ტაქტიკა იცვლება ამ შემთხვევაში და ნიტრატები ამოღებულ უნდა იქნეს (24 სთ)

სილდენაფილი არ გამოიყენება თუ:

მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ან სიცოცხლისთვის საშიში არითმია გრძელდება 6 თვე.

სისხლის წნევა  ნაკლებია 90/50-ზე ან მეტია 170-ზე,

გულის უკმარისობა ან არასტაბილური ანგინა

საჭიროებს ნიტრატებს

პიგმენტური რეტინიტი

მკურნალობს მულტი ანტიჰიპერტენზიული წამლებით