გენიტალიების ქავილი

გენიტალური ქავილი – მამაკაცებსა და ქალებში გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი. ქალებში ქავილი საშოს ქავილსაც მოიცავს.

გენიტალიების ქავილს შეიძლება ძალინ ბევრი მიზეზი ჰქონდეს:

  • ინფექციური პროცესები – კანდიდოზი, გარდნერელოზი და ა.შ;
  • თერმული გაღიზიანება – გადაცივება, გადახურება;
  • მექანიკური ფაქტორები – უხეში ქსოვილისგან დამზადებული საცვლები;
  • სამკურნალო საშუალებები – ანიტიბიოტიკები;
  • შარდით გაღიზიება შარდსასქესო სისტემის ფისტულების არსებობის დროს;
  • ატროფიული ვულვოვაგინიტები, ვულვის კრაუროზი;
  • კანის დაავადებები;
  • ავთვისებიანი წარმონაქმნები, მაგ, ცარცინომა in situ (ბოუენის დაავადება);
  • გარემოს გამღიზინებელი ფაქტორები;
  • სომატური დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი, ჰეპატიტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, პერნიციოზული ანემია, ლეიკოზები, ლიმფოგრანულომატოზი, ჰიპერთორეოზი, ჰიპოთირეოზი, ჰიპერპროლაქტინემია, სასქესო ჯირკვლების უკმარისობა;
  • ფსიქოგენური მიზეზები – ოპერაციის წინ შიში, სტრესი.

კლინიკური სურათი:

  • კანის სიმშრალე;
  • დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეების შეშუპება;
  • ვლინდება მცირე სისხლჩაქცევები;
  • გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი;
  • დათვალიერებით – ჰიპერემია, შეშუპება, ქავილის შედეგად ნაკაწრები, ნახეთქები;
  • მერადი ინფქციის დართვისას – წყლულები, ბაქტერიული ინფექციის ნიშნები.

დიაგნოსტიკა:

  • ძირითადი დაავადების გამოვლენა;
  • იდიოპათიური ქავილის დიაგნოზი ისმევა ქავილის გამომწვევი ყველა მდგომარეობის გამორიცხვის შემდეგ.

მკურნალობა:

  • ძირითადი დაავადების მკურნალობა;
  • კოფეინის შეზღუდვა;
  • გამღიზიანებლების მოცილება – ბამბის ქვედა საცვალი, სარეცხი საპნის გამოყენება;
  • ფსიქოთერაპია, ჰიპნოზი;
  • სედატივები, საძილე საშუალებები ფსიქოგენური ქავილის დროს;
  • აბანოები გვირილის ექსტრაქტით;
  • გლუკოკორტიკოსტერიოდების შემცველი კრემებისა და მალამოების ადგილობრივად დანიშვნა;
  • ნოვოკაინის ბლოკადები;
  • ქირურგიული მკურნალობა – სასირცხვო ნერვების რეზექცია (კონსერვატიული ღონისძიებების უეფექტობის შემთხვევა.

პროფილაქტიკა:

ქალებში – 1) მოშარდვის, ან დეფეკაციის შემდეგ წინიდან უკანა მიმართულებით უნდა გაიწმინოთ სასქესო ორგანო, რათა ანუსიდან ვაგინაში არ მოხვდეს ბაქტერიული ფლორა; 2) ქალებმა თავი უნდა აარიდონ ინტიმური გელებისა და სპრეების გამოყენებას, რათა არ დაირღვეს საშოს მჟავა ბალანსი.

მამაკაცებში – 1) პენისი უნდა დაიბანონ ძალიან კარგად, განსაკუთრებით ლაგამის მიდამოში; 2) სასაქესო ორგანოები მუდამ მშრალად უნდა იქონიონ, რათა სინოტივემ ხელი არ შეუწყოს ინფექციის განვითარებას.

რეკომენდაციების ორივე სქესს:

  • ატარეთ თავისუფალი, ბამბისგან დამზადებული საცვლები და ტანსაცმელი. ქვედა საცვალი უკიდურეს შემთხვევაში 24 საათში ერთხელ უნდა იქნას გამოცვლილი;
  • განიტალიები მუდამ სუფთა და მშრალი უნდა შეინარჩუნონ.  საპნის გამოყენება სასურველი კვირაში მხოლოდ ორჯერ;
  • ქვედა საცვლების სარეცხად სასურველია, უსუნო, რბილი სარეცხი საშუალებების გამოყენება;
  • ორივე სქესმა თავი უნდა აარიდოს სველ მდგომარეობაში საცვლების დიდხანს ტარებას;
  • თავი უნდა აარიდონ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს, ან უკიდურეს შემთხვევაში, პრეზერვატივი უნდა გამოიყენონ.