ჭარბთმიანობა და მასთან ბრძოლის ხერხები

სხეულიდან თმის მოცილება არის პროცესი რომლის შედეგადაც ხდება თმის ღერის მოცილება თმის ბუდიდან, ან კანიზ ზედაპირიდან. თმის მოცილების სინონიმებია ეპილაცია, დეპილაცია.თმები ადამიანის სხეულზე იზრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, სქესობრივი მომწიფების შემდგომ. რეალურად ადამიანს მცირე ასაკიდანვე აქვს სხეულზე თმები, ორონდ ეს არის პირველადი თმები, რომლებიც ღინღლებს შეესაბამება, არ არის მუქი და უხეში, პირველადი თმები ტესტოსტერონის გავლენით გარდაიქმნება ტერმინალურ თმებად, რომელიც არის მუქი, უხეში და ზოგ შემთხვევაში ესთეტიურად არასასურველი.  მამაკაცებს აქვთ უფრო მეტი თმა (ტერმინალური) ვიდრე ქალებს. თმა იზრდება, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში სტანდარტულად: თავზე, წარბებზე,  ქუთუთოების კიდეებზე (წამწამები),  ბოქვენის მიდამოზე, ფეხებზე და იღლიებზე. მამაკაცებს თმიანობა აქვთ დამატებით : სახეზეც, ზურგზე, მუცელზე, მკერდზე ხელებზე.

თმები არ იზრდება ფეხის გულებზე, ხელის გულებზე, ტუჩებზე, გენიტალიების ლორწოვანზე. (პენისის თავი, მცირე სასირცხო ბაგეები, კლიტორი, საშოს კარიბჭე). თმის მოცილება გავრცელებულია მსოფლიოში თითქმის ყველა კულტურაში, ყველაზე გავრცელებულ თმის მოცილების მეთოდს გაპარსვა წარმოადგენს.

ქალების უმრავლესობა თმის მოცილების მიზნით იპარსავს ფეხებს და იღლიას, დაახლოებით მათი ნახევარი ბიკინის ზონას და ბოქვენის მიმდებარე თმებს.

რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უმრავლესობა იპარსავს სახეზე თმებს (დასავლურ ქვეყნებში), მცირე ნაწილი კი ატარებს წვერს.

თმის მოცილების ფორმები:

  • დეპილაცია – არის თმის მოცილება სხეულის კანის ზედაპირის ზემოთ.  დეპილაციის ყველაზე ხშირი ფორმაა გაპარსვა, ასევე არსებობს დეპილაციის ქიმიური საშუალებები (ისინი ცილის დისულფიდურ ბმებს წყვეტენ, რაც თმას აძლევს სიმტკიცეს).
  • ეპილაცია – მთლიანი თმის ღერის ამოღება , ამ დროს თმის ის ნაწილიც  სცილდება სხეულს რაც კანის ქვეშაა. ეპილაციას მიეკუთნება: ცვილით ეპილაცია , ე.წ. Sugaring,  ეპილატორით (მექანიკური), ლაზერით,  პინცეტით ეპილაცია და ა.შ.

თმის მოცილებით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთდებია: გაპარსვა, დეპილატორი კრემების გამოყენება, თმების პინცეტით მოცილება.

თმების მუდმივი მოცილება:  ელექტროეპილაცია, რომელიც 130 წელია აღიარებული და აპრობირებულია (FDA)-ის მიერ. ელექტრო ენერგიით ანადგურებენ იმ ჩანასახოვან უჯრედებს, რომლისგანაც შემდგომში თმები ვითარდება.   FDA აღიარებს, მხოლოდ ელექტროეპილაციას , როგორც თმის მოცილების მუდმივ საშუალებას.

ლაზერული ეპილაცია აპრობირებულია  FDA -ს მიერ 1997 წლიდან.  ლაზერი ანადგურებს თმის ფოლიკულს და ორიენტირებულია თმის მუქ პიგმენტზე.  პირველი რამოდენიმე გამოყენების შემდეგ თმის მოცილება სამუდამო ხდება.

თმების რაოდენობის შემცირებას იწვევს თმის ლაზერული მოცილება, ინტენსიური პულსური სინათლე (მაღალენერგიული ნათურები), დიოდური ეპილაცია.

ექსპერიმენტული ან აკრძალული მეთდები

ფოტოდინამიკური თერაპია (ექსპერიმენტული)

რენდგენის სხივებით თმის მოცილება –  აკრძალული,

საეჭვო მეთდები (სათანადო კლინიკური მტიკცებულებების გარეშე)

  • ელექტრო პინცენტები
  • ტრანსდერმული ელექტროლიზი
  • ტრანსკუტანული (კანის გავლით ) თმის ამოღება
  • ფოტოეპილატორები
  • მიკროტალღური მეთოდი
  • საკვები დანამატები