პროსტიტუცია ინდოეთში

 ინდოეთში პროსტიტუცია ლეგალიზებულია, თუმცა არარეგულირებული, ვინაიდან  მასთან ასოცირებული აქტივობების დიდი ნაწილი კრიმინალად ითვლება. მაგ. ბორდელის მეპატრონეობა, ე.წ. „მამაშობა“, კერბ კრავლინგი, მეძავების ბიზნესის მართვა და ა.შ.

ინდოეთში პროსტიტუცია არარეგულირებულია, ხშირად პროსტიტუტები ხდებიან სქესობრივი მომწიფების ასაკიდანვე, ზოგჯერ უფრო ადრეც, ვერ იღებენ განათლებას და  ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ასევე მათ შორის  გავრცელებულია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ინფექციები (მათ შორის აივ ინფექცია.)

ინდოეთში საშუალოდ 3 მილიონი  მეძავია  (Ministry of Women and Child Development ) და მათმა 35 % მა მეძავობა დაიწყო სრულწლოვნების (18 წ.) ასაკის მიღწევამდე.  ჰუმან რაით ვოჩის მონაცემებით კი ინდოეთში საშუალოდ 20 000 000 (20 მილიონი) მეძავია, მარტო მუმბაიში 200 000 მეძავია და წარმოადგენს სექს-ინდუსტრიის ცენტრს აზაიაში.  პროსტიტუტების რაოდენობა 1997 წლიდან 2005 წლამდე 50 % ით გაიზარდა.

მეძავთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მათ სექს ინდუსტრიაში ჩართვა მოხდა12 წელზე ნეკლებ ასაკში.

პროსტიტუტების უმეტესობა ამ პროფესიას მატერიალური გაჭირვების გამო ირჩევს, მშობლები ზოგჯერ უბიძგებენ შვილებს მეძაობისკენ, რადგან მათი რჩენის საშუალება არ აქვთ, პროსტიტუტების შვილები ხშირად იმეორებენ მშობლების პროფესიას.

პროსტიტუციით ყველაზე ცნობილი წითელი უბნებია: Sonagachi — Kolkata, Kamathipura — Mumbai, G. B. Roadin  ახალ დელიში.

მეძავების ნაწილი ინდოეთში ჩაჰყავთ ნეპალიდან, მათ შორის  200 000 მდე გოგონა 14 წლამდეა.  ინდოეთში უპირატესობას ანიჭებენ ქალიშვილ ნეპალელ მეძავებს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა „ჟიგოლოების“ (კაცი მეძავების) რაოდენობა, რომლებიც ძირითადად მამაკაცებს ემსახურებიან, თუმცა არსებობს ჰეტეროსექსუალური კავშირების შემთხვევებიც. ჟიგოლოები ძირითადად ემსახურებიან დასავლეთიდან ჩასულ მომხმარებლებს, თუმცა ინდოეთის მაცხოვრებელთა საშუალო კლასიც სარგებლობს მათ მომსახურეობით.

კაცი მეძავები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, როგორც პოლიციისგან, ასევე კლიენტებისგან, მათ სტატუსი ნაკლებად დაცულია, ქალებისგან განსხვავებით.

მეძავების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება წლების განმავლობაში, მიღებულია, რომ მუმბაის მეძავების თითქმის ნახევარი აივ ინფიცირებულია.

სექსუალური განათლების დანერგვის მცდელობების შედეგად მეძავებში პრეზერვატივის გამოყენების სიხშირე გაიზარდა 86 % -მდე 2001 წლისთვის.