ნუდიზმი

ნუდიზმი არის კულტურული (ნაწილობრივ პოლიტიკური) მოძრაობა, რომელიც ამართლებს და იცავს სიშიშვლეს, როგორც საზოგადოებრივ ასევე პირადულ გარემოში.  ასევე ასეთ ადამიანები მიიჩნევენ, რომ მისაღებია სიშიშვლე პერსონალურ ოჯახურ და სოციალურ დონეზე.  ნუდიზმი აღმოცენდა მეოცე საუკინის დასაწყისში  ფიტნესის და ჯანმრთელობის ფილოსოფიის მიმდევრების მიერ გერმანიაში.  ნუდიზმის იდეა გავრცელდა ფართოდ გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, შტატებში და სხვა ქვეყნებში.

ნუდიზმის სინონიმია ნატურიზმი.

არსებობს ნუდიზმის სხვადასხვა ტიპები:

  • პერსონალური და ოჯახური ნუდიზმი – ადამიანი სახლში ან საკუთარ ეზოში ამჯობინებს შიშველ სიარულს, სიშიშვლე დასაშვებია ოჯახის წევრების თანდასწრებითაც.
  • სოციალური ნუდიზმი –  არის ნატურალიზმი სოციალურ კონტექსტში. ასეთი ადამიანებისთვის მისაღებია სიშიშვლე ოჯახურ გარემოში, ოჯახის წევრების თანდასწრებით, მეგობრებთან, სხვადასხვა ნუდისტურ კლუბებში და სხვა გარემოში.
  • ნუდისტური პლიაჟები – ასეთ შემთხვევაში სიშიშვლე დაშვებულია  მხოლოდ შესაბამის „თავისუფალ პლიაჟებზე“, ასეთ პლიაჟები საკმაოდ ხშირია ევროპის ქვეყნებში მაგ. დანია, გერმანია, ესპანეთი და ა.შ.

ნატურალისტებს აქვთ საკუთარი ხედვა და ნატურალისტური იდეალები, რომელიც თავის თავში მოიაზრებს:

  • ეკოლოგიურად სუფთა გარემოს
  • ჯანმრთელობას -მზის სხივები, სუფთა ჰაერი წყალი და ა.შ (ბალნეოთერაპია, თალასოთერაპია, ჰელიოთერაპია)
  • კვება – ალკოჰოლის,  თამბაქოს, წამლების შეზღუდვა, ჯანსაღი საკვების მიღება
  • დიეტა – ხილ-ბოსტნეულით კვება და წონაში კლება რაც ესთეტიურად მეტად სასიამოვნოა ვიდრე სიმსუქნე.
  • სპორტი
  • ხელოვნება
  • ტურიზმი
  • თავისუფლება – არავის აქვს უფლება სხვას მოსთხოვოს ტანსაცმლის ტარება.
  • დაბინძურების შემცირება  – ნაკლები  ტანსაცმლის წარმოების გამო.

ნატურალიზმს ჯანმრთელობის მხრივ აქვს დადებითი მახასიათებელი მზის სხივების მიერ მეტი D  ვიტამინის სინთეზის გაძლიერების მხრივ, თუმცა აქვს დიდი უარყოფით მხარეც, ვინაიდან  მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების  გაძლიერების დროს იზრდება კანის სიმსივნეების განვითარების რისკი და სიხშირე.