Shemale

Shemale (ინგლ. „ის (ქალი) მამაკაცია“) – ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის გარეგნობა (მეორადი სასქესო ნიშნები), ასრულებს საზოგადოებაში ქალის ფუნქციებს (მესამეული სასქესო ნიშნები) და აქვს მამაკაცის სასქესო ორგანოები (პირველადი სასქესო ნიშნები), პენისის შესაძლო უნარით ერექციაზე.

არსებობს ამ მდგომარეობის სინონიმები ladyboyლედი ბიჭი, T-girl (transition girl ) – გარდამავალი გოგონა.

ტერმინი Shemale არ არის სამედიცინო ტერმინი და გამოიყენება ტრანსგენდერული საზოგადოებების მიერ.

ICD-10-ში F64 განყოფილებაში (სქესობრივი იდენტიკიკაციის დარღვევა) არ არის მითითებული ტერმინი იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც ბიოლოგიურად არიან მამრობითი სქესის, მაგრამ მათი სოციალური როლი და გარეგნობა არის ქალის.

ვინაიდან ქალსა და მამაკაცს შორის ანთროპოლოგიურად არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა, რასაც თითოეული მათგანოს ორგანიზმში არსებული ჰორმონალური ფონი განაპირობებს, ფემინიზაციის გარკვეული დონის მისაძწევად გარკვეული პროცედურებია საჭიროა. ძირითადი ამოცანა არის სახის და მკერდის პლასტიკა, ხმის ტემბრის შეცვლა, თმიანი საფარველის მოცილება, შემდეგ უკვე დგება ფიგურის დაყენება, მოძრაობების შესწავლა, მანერები და ქცევა და ა.შ.

ქალის სახისა და მკერდის მიღება შეიძლება ოპერაციული გზით (სახის ფემინიზაციის კომპლექსური ოპერაციები – Facial Feminization Surgery , მამოპლასტიკა) და ჰორმონალური თერაპიით (Hormone therapy ).

სახის ფემინინაზიის კომპექსურ ოპერაციებში შეიძლება შედიოდეს ოპერაციები სახისა და თავის ქალას ძვლოვან ნაწილზეც:

  • ფრონტოპლასტიკა  (შუბლის ძვლის პლასტიკა);
  • ქვედა ყბის კუთხეების რეზექცია;
  • ქვედა ყბის ქირურგიული მობრუნება;
  • მენტოპლასტიკა (ნიკაპის პლასტიკა);
  • ყვრიმალების პლასტიკა;

რბილი ქსოვილებისა და ხრტილებისთვის:

  • რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა);
  • ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა);
  • თმების ზრდის ხაზის გადატანა;
  • წარბების პლასტიკა;
  • ჰეიროპლასტიკა (ტუჩების პლასტიკა);
  • ქონდროლარინგოპლასტიკა (ადამის ვაშლის პლასტიკა);
  • სხვა.

გარდა ამისა არის სხეულის ფემინიზაციისთვის არსებული ოპერაციები: ქვედა რამდენიმე ნეკნის ამოღება, ფეხების გასწორება ილიზაროვის აპარატით, ან იმპლანტანტებით.

რაც შეეხება ჰორმონალურ თერაპიას, მისი ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე რა ასაკში იწვებს ადამიანი მის მიღებას. მოზარდობის ასაკში დაწყებული ჰორმონალური თერაპიის შედეგები გაცილებით მეტია, ვიდრე ზრდასრულობის დროს, რადგან ძვლების ეპიფიზები უკვე დახურულია და მაგ ეტაპზე ზემოქმედება ძირითადად ხდება კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილებზე, ჯირკვლებზე და ა.შ.

სასურველი შედეგების მიხედვით ჰორმონალური თერაპია შეიძლება შედგებოდეს:

  • ესტროგენების შემცველი პრეპარატები – შედარებითი ფემინიზაცია, ერექციის და ეაკულაციის შენარჩუნების მაღალი ალბათობით;
  • ესტროგენებისა და ანტიანდროგენების შემცველი ჰორმონები – ძლიერი ფემინიზაცია, მაგრამ გამოიწვევა იმპოტენცია.

ჰორმონოთერაპიის პარალელურად გამოიყენება ჰეპატოპროტექტორები, ვიტამინები და მინერალები, თრომბოლიტიკები და ანტიკოაგულანტები და ა.შ.

თმიანი საფარველის არასაკმარისად მოცილებისას ჰორმონალური თერაპიის ფონზე კეთდება ლაზერული ეპილაცია.

გარდა ზემოთხსენებული მეთოდებისა shemale მიმართავენ სახის ლიფტინგს, პილინგს, კონტურულ მაკიაჟს, ესთეტიურ სტომატოლოგიას.

როცა ფემინიზაციის ეფექტი მიღწეულია მაკიაჯით, პარიკითა და ხელოვნური მეკრდით, ადგილი აქვს ტრანსვესტიზმს და არა shemale-ს.