თაფლობის თვე

თაფლობის თვე არის  ახალდაქორწინებულთა არდადეგები.  თაფლობის თვის იდეა ჯერ კიდევ ბიბლიიდან იღებს სათავეს, მისი მიხედვით თუ კაცი ახალდაქორწინებული იყო, ის არ უნდა წასულიყო არანაირ სავალდებულო სამსახურში (არმია და სხვა მოვალეობები). პირველი პერიოდი (ქორწინების შემდეგ) მამაკაცისთვის წარმოადგენდა თავისუფლების პერიოდს, რომლითაც შეეძლო დამტკბარიყო თავის ცოლთან ერთად. 

თაფლობის  თვე პირობით სიტყვაა და არ განსაზღვრავს კონკრეტულად 31 დღეს. პირობითად წარმოადგენს მოკლე პერიოდს ქორწინების შემდეგ.  თაფლობის თვე ტერმინი  (honey moon) მომდინარეობს ინგლისურიდან  დამკვიდრდა ნე-16 საუკუნიდან.

მე-19 საუკუნიდან კი ახალდაქორწინებულები მიემგზავრებიან სამოგზაუროდ თაფლობის თვის გასატარებლად,  ეს ტრადიცია სათავეს იღებს დიდი ბრიტანეთიდან და დღეისთვის გავრცელებულია თითქმის მთელს მსოფლიოში.

თაფლობის თვის ეტიმოლოგია  მე-16 საუკუნიდან მომდინარეობს და ასოცირებულია „დატკბობასთან“.