სქესის შეცვლა

სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია ჩატარებულ იქნა გასული საუკუნის 30-იან წლებში. იმ წლებში, როცა ქირურგიის მიღწევები საკმაოდ მოკრძლებული იყო, პოსტოპერაციული გართუელების რისკი კი ძალიან მაღალი მხატვრის – ეინარ ვეჯინერის გადაწყვეტილება, შეეცვალა არა მხოლოდ სახელი (ლილი ელბე), არამედ სხეულიც, ფაქტიურად იყო გმირობა. ლილი ძალიან იყო მონდომებული და უარს არ ამბობდა არც ერთ ექსპერიმენტულ ოპერაციაზე, მათ შორის იყო საკვერცხეების გადანერგვა, რომელის ,სამწუხაროდ, დასრულად წარუმარებლად.

დღეს კი ქირურგიული მეთოდიკა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით არის ძალიან დახვეწილი, კარგად შემუშავებული და ადამიანს შეუძია ჰქონდეს ის სხეული, რომელსაც „მოითხოვს“ მისგან მისი ტვინი.

რა თქმა უნდა, ქირურგის სკალპელის ქვეშ დაწოლამდე, ტრანსსექსუალმა უნდა გაიაროს უამრავი საფეხური, რაღა გაირკვეს მისი ჭაშმარიტი მდგომარეობა.

ტრანსექსუალ;ობის დიაგნოსტირება არის სქესის შეცვლის ოპერაციის წინ მტავარი ამოცანა, რადგან ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რომც ინანოს პაცინეტმა, ფაქტიურად ვერაფრის გაკეთება ვერ მოხერხდება მის სასარგებლოდ. საწყის ეტაპზე საჭიროა რამდენიმე ფსიქიატრის დასკვნა, ქრომოსომული ნაკრებისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გარკვევა.

მხოლოდ ამის შემდეგ უერთდება ესა თუ ის ადამიანი ტრანსსექსუალურ პროგრამას. ამ პროგრამის პირველი ეტაპია მთელი წლის განმავლობაში იცხოვროს ქალის როლში. შემდეგ იგივე პირობას ემატება ჰორმონალური თერაპია. ქალების ტრანსსექსუალიზმის დროს გამოიყენება მამაკაცის სასქესო ჰორმონები (ანდროგენები), მამაკაცის ტრანსსექსუალიზმის დროს ესტროგენები და პროგესტერონი.

ჰორმონალური პრეპარატების მიღებას თან სდევს „მაგიური“ ცვლილებები: მენსტრუაციის გაქრობა, ხმის დაბოხება, სხეულის თმიანობის მატება, კლიტორის გადიდება – ანდროგენების მიღების დროს და სარძევე ჯირკვლების გადიდება, სხეულის კონტურების ფემინიზაცია, ხმის ტემბრის განაზება – ქალის სასქესო ჰორმონების მიღებისას.

სამოქალაქო სქესის შეცვლა ხდება შესაბამისი კანონმდებლობით ოპერაციამდე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ პროცედურას ძალიან დიდი დადებითი ეფექტი აქვს ფსიქოლოგიური კუთხით.

სქესის შეცვლის ოპერაცია მამაკაცის ტრანსსექსუალიზმის დროს მოიცავს ორქექტომიას (სათესლეების მოცილება), პენისის ერექტიული ქსოვილის მოცილებას და დარჩენილი ქსოვილისგან საშოს ფორმირებას, ნაწილისგან კლიტორის გაკეთებას, სათესლეების კანი კი გამოიყენება სასქესო ბაგეების შესაქმნელად. აგრეთვე კეთდება ქალის მკერდი.

ქალის მამაკაცად გარდაქმნა გაცილებით ძნელია და ხდება რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი არის მამექტომია (სარძევე ჯირკვლების მოცილება) დვრილების მამაკაცებისათვის სახასიათო მიდამოში გადანაცვლებით და ფალოპლასტიკა (ხელოვნური პენისის ფორმირება). ქალის სასქესო ორგანოს გარდაქმნა მამაკაცის სასქესო ორგანოებად ძალიან რთულია. სრულყოფილი ან ნამდვილს მიმსგავსებული პენისის შექმნის მეთოდიკა არ არსებობს. პენისი იქმნება დახვეული კანისგან, შიგნით აყოლებენ ურეთრას და ხანდახან ახდენენ პენისის თავის ფორმირებას.  სასქესო ბაგეებიდან ახდენენ სათესლე პარკების ჩამოყალიბებას და შინ ათავსებენ ხელოვნურ სათესლეებს.

შექმნილი პენისის გარეგანი სახე და ფუნქციები არც მიახლოებითიც კი არ არის ნამდვილთან, თუმცა შესაძლებელია მოშარდვა. რამდენიმე კვირაში, ან თვეში ტარდება მეორე ოპერაცია და შორდება საშვილოსნო, ფალოპის მილები და საკვეცხეები.

ყოვლისშემძლე არ არის არც პლასტიკური ქირურგია, შვილოსნობის უნარის მქონე ორგანოებისა და სასქესო ჯირკვლების გადანერგვა დღემდე ვერ ხერხდება. თუმცა ის, რაც პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია უკვე საკმარისია იმისთვის რომ ამ ადამიანებმა ბედნიერად იცხოვრონ.

მრავალწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ სქესის შეცვლი ოპერაცია იმ კონკრეტული ადამიანებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ფაქტიურად მეორედ დაბადება.

ქვემოთ რამდენიმე სქესშეცვლილი ადამიანის ფოტოა ოპრაციამდე და შემდეგ: