ლიბიდოს დაქვეითება

ცხოვრების განმავლობაში თითქმის ყველა ადამიანი შეხვედრია ლიბიდოს ხანმოკლე დაკარგვას, ან დაქვეითებას.

სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება – ეს არის მუდმივი, ან პერიოდულად წამოჭრადი პრობლემა – სექსუალური ფანტაზიებისა და სექსის სურვილის არ ქონა. ლიბიდოს სინონიმებია „სექსუალური მადა“, „სექსუალური დრაივი“, სექსუალური ინტერესი“. როცა სახეზეა სექსუალური ლტოლვის შესუსტება, ან გაქრობა, საუბარია ლიბიდოს დაქვეითებაზე.

სექსუალური ლტოლვის დარღვევები – არასპეციფიური, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სიმპტომია. ეს ნიშნავს იმას, რომ ლიბიდოს დაქვეითება შეიძება იყოს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების (მაგ, ჰორმონალური დარღვევების) ნიშანი. როცა ეს სიმპტომი ჩნმდება, საჭიროა იმის გულდასმით დამოკველვა, რადგან ყურადღების მიღმა არ დარჩეს რაიმე მნიშვნელოვანი და სერიოზული.

ლიბიდოს დაქვეითების მიზეზები: იმდენად რამდენადაც სასქესო ჰორმონები, კერძოდ კი, ტესტოსტერონი თამაშობს მნიშვნელოვან როლს სექსუალური ლტოლვის ფორმირებაში, ლიბიდოს დაქვეითება ყველაზე ხშირად ასოცირებულია ტესტოსტერონის უკმარისობასთან. ტეტსოტერონის დონის დავქეითების ყველაზე ადრეული სიმპტომი სწორედ ლიბიდოს დაქვეითებაა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტესტოსტერონის დონე ნორმის ქვედა ზღვართანაა.

ეს დაამტკიცა წამყვანმა გერმანელმა ანდროლოგმა მაიკლ ციცმანმა. მან დააკავშირა 434 მამაკაცის კლინიკური ჩივილები და მათი ანალიზები ტესტოსტერონზე. აღმოჩნდა, რომ ლიბიდო მაშინვე იწყებს დაქვეითებას, როგორც ტესტოსრერონის დონე უახლოვდება ნორმის ქვედა ზღვარს.

ტესტოსტერონის დონის დაქვეითების დროს ლიბიდოს დაქვეითება პირველი ნიშანია!

დიაგნოსტიკური საშუალება არის ვენური სისხლის ანალიზი ჰორმონალურ სპექტრზე. ტესტოსტერონის დონესთან ერთად გამოსაკვლევია აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის და ფიპოფიზის ჰორმონებიც და ივსება ანკეტა, რომელშიც მოცემული კითხვები იხილეთ:

https://geosexmd.com/2012/02/02/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95/

მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის დაქვეითებაა ხშირად არის ასოცირებული თუთიის დეფიციტთან.

გარდა ამისა, ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი ხშირად არის გადაღლა, სტრესი, დასვენების ხანგრძლივი არ ქონა და ძილის დარღვევები.

 

და ბოლოს ლიბიდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი „მტერი“ – ჭარბი წონა. პერიფერიაზე ტსეტოსტერონი ცხიმოვან ქოვილში გარდაიქმნება ესტროგენებად (ქალის სასქესო ჰორმონებად) და აქედან გამომდინარე ტესტოსტერონის უკმარისობის ფონზე ვითარდება ლიბიდოს დაქვეითება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://geosexmd.com/2012/06/15/%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1/

მკურნალობა: მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ხშირად ის მოიაზრებს ჰორმონალური სტატუსის მოწესრიგებას. იშვიათად საჭიროა ფსიქოლოგის დახმარება.

თუკი პრობლემა არის ფარისებრ ჯირკვალში, ტარდება მისი ჰორმონების დასაბალანსებელი თერაპია დარღვევის სახის გათვალისწინებით.

როცა პრობლემა არის ანდროგენური დეფიციტი, საჭიროა ჩანაცვლებითი თერაპია უშუალოდ ტესტოსტერონით, ან მისი ანალოგებით.

მასტიმულირებელი თერაპია მდგომარეობს მასტიმულირებელი საშუალებების მიღებაში, რაც ხელს უწყობს საკუთრივ ორგანული ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულირებას.

თუთიის დეფიციტის დროს ინიშნება თუთიის პრეპარატები.

სტრესის მოხსნა, დავენება, ჯანსაღი კვება, წონის მოწესრიგება მოასწესრიგებს არა მხოლოდ ლიბიდოს, არამედ მთელს  ორგანიზმს შესძენს ჯანმრთელობას.