ფობიები (შიშები)

ფობია არის ადამიანის უარყოფითი დამოკიდებულება ან შიში  განსაზღვრულ მდგომარეობებში.  მათ შორის მრავალი შიში ასოცირებულია ადამიანის ინტიმურ სამყაროსთან.   მოცემულ ჩამონათვალში გთავაზობთ ფობიებს რომელიც მნიშვნელოვან ან ნაწილობრივ როლს არსრულებს ადამიანის სექსუალობას და სექსუალურ ქცევაში.

  • აბლუტოფობია – ბანაობის შიში
  • აგრაფობია  – სექსუალური ძალადობის (გაუპატიურების შიში)
  • ანდროფობია – კაცების შიში
  • ანთროპოფობია – სოციუმის შიში (შიში ადამიანების გარემოცვაში ყოფნისას).
  • ბიფობია – ჰომოსექსუალობის შიში
  • ჰეტეროფობია – ჰეტეროსექსუალების შიში
  • ჰომოფობია – ჰომოსექსუალების შიში
  • ლესბოფობია – ლესბოსელების შიში
  • ტრანსფობია – ტრანსექსუალების შიში
  • ქეტოფობია – თმების შიში
  • ქემო ფობია – ქიმიური ნივთიერებების შიში
  • სიბოფობია, სიტოფობია –  ჭამის შიში (ასოცირებულია ანორექსია ნერვოზასთან)
  • დესიდოფობია – გადაწყვეტილების მიღების შიში
  • ეროტოფობია -სექსის, სექსუალური სიყვარულის შიში.
  • გამოფობია – ქორწინების შიში
  • გელოტოფობია – დაცინვის შიში
  • გენოფობია, კოიტოფობია  – სქესობრივი კავშირის შიში.
  • გერასკოფობია – დაბერების შიში (გერონტოფობია)
  • გიმნოფობია – სიშიშვლის შიში
  • გინოფობია – ქალის შიში
  • ჰემოფობია – სისხლის შიში
  • ლიპოფობია – ცხიმების და ქონების შიში
  • ობესოფობია – სიმსუქცნის შიში
  • ომფალოფობია – ჭიპის შიში
  • ოფთალმოფობია – დაჟინებული ცქერის შიში (როცა ადამიანს უყურებენ უჩნდებთ უარყოფითი მდამოკიდებულება)
  • ოსმოფობია, ოფლაქტოფობია – ცუდი სუნების შიში
  • პანფობია – ყველაფრის შიში, ან უცნობი სიტუაციების შიში.
  • პედიოფობია – თოჯინების შიში.
  • ფილოფობია – სიყვარულის შიში
  • სოტერიოფობია -სხვებზე დამოკიდებულების შიში
  • თერმოფობია -სიცხის შიში
  • ტოკოფობია -ორსულობა/მშობიარობის შიში.
  • ქსენოფობია უცხოების შიში (აქვე ერთიანდება უცხო ეროვნებების წარმომადგენლების და რასების შიში)