აივ დიაგნოსტირება

აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი იწვევს შიდსს (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) და დღეისთვის განუკურნებელ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად მიიჩნევა. არსებობს მისი დიაგნოსტირების სხვადასხვა მეთოდები, რომლითაც შრატში (სისხლის), შარდში, ნერწყვში შესაძლებელია ანტისხეულების, ანტიგენების და რნმ-ის ამოცნობა.

არსებობს პერიოდი (ფანჯარა), რომლის განმავლობაში ვერ ხერხდება აივ  ინფექციის დიაგონსტირება (ეს არის პერიოდი ინფიცირებიდან, იქამდე სანამ ვირუსის არსებობს ლაბორატორიულად დიაგნოსტირებადი გახდება. )  ფანჯარა პერიოდი სხვადასხვა ტესტებისთვის სხვადასხვაა : ანტისხეულების ტესტისთვის 25 დღე. ანტიგენის ტესტებისთვის 16 დღე.    NAT (ნუკლეინის მჟავის ტესტი, პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე დაფუძნებული ტესტი, იგივე PCR) -ისთვის ფანჯარა პერიოდი 12 დღეა.

აივ-ინფექციის სკრინინგისთვის გამოიყენება სწრაფი ტესტები აივ ანტისხეულების აღმოსაჩენად.

აივ-დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება ანტისხეულების ტესტებს  + ე.წ. ვესტერნ ბლოტი (ანტიგენების აღმოსაჩენი)

ტესტი ანტისხეულების მიმართ არის საკმაოდ ზუსტი და იაფი, ამიტომ გამოიყენება სკრინინგული კვლევებისთვის. თუმცა მის ჩატარებას ფანჯარა პერიოდში არ აქვს აზრი.  ძირითადად ეს პერიოდი 25-30 დღეა, თუმცა 3 თვემდეც შეიძლება გარძელდეს.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, რომელთა გამოყენებაც სახლის პირობებშიც შეიძლება არის საკმაოდ მგრძნობიარე ინფიცირებიდან 2-6 კვირაში. თუმცა  მათი პასუხი არ არის საბოლოო და შესაძლებელია როგორც ცრუ დადებითი, ასევე ცრუ უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

* შეგახსენებთ, რომ პრეზერვატივის გამოყენება მკვეთრად ამცირებს ავი ინფიცირების რისკს.  პრევენციის საუკეთესო საშუალება კი სექსუალური აბსტინენციაა.