პოსტორგაზმული ავადობის სინდრომი

პოსტორგაზმული ავადობის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მამაკაცებში ორგაზმის შემდგომ და გრძელდება რამოდენიმე საათი ან დღე(ზოგ შემთხვევაში კვირა). სიმპტომები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი და აღმოცენდება ორგაზმიდან მალევე. ზოგ შემთხვევაში გვხვდება გაციების მსგავსი სიმპტომები: დაღლილობა, გამონადენი ცხვირიდან, ცხელება, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტის შეგრძნება, თავის ტკივილი, ალერგიის მსგავსი სიმპტომები, ცემინება თვალების ქავილი, შეშუპება, კუნთების ტკივილი ასთენია და ა.შ. სიმპტომები შეიძლება იყოს ფსიქოგენურიც: დისკომფორტის განცდა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, ცუდად ყოფნის შეგრძნება,   დეპრესიული ხასიათი, კომუნიკაციის ურთიერთობების გაძნელება, მახსოვრობასთან ასოცირებული პრობლემები, კონცენტრაციის ნაკლებობა, სოციალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ეს სინდრომი გავრცელებულია პოპულაციის 0,25-1 % ში და აღიარებულია ნიჰას (ჯანმრტელობის ეროვნული ინსტიტუტი).  მიჩნეულია იშვიათ დაავადებად   და ეს ფენომენი აღიწერა 2002 წელს ანუ მედიცინის უახლოეს წარსულში.

ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით ეს მდგომარეობა ასოცირებულია მამაკაცის ალერგიულობაზე საკუთარი სპერმის მიმართ, ნაწილის მოსაზრებით კაცებში დაბალი პროგესტერონის რაოდენობის შედეგია,  არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვით ამ დროს ფიქსირდება დაბალი ტესტოსტერონი, მაღალი კორტიზოლის დონე.

პათოფიზიოლოგიურად, ბოლო კვლევების მიხედვით (ვალდინგერი 2011)  აღწერდა პაციენტებს ამ სინდრომით, რომელიც ასოცირებული იყო 1 და მ4 ტიპის ჰიპერსენსიტიზაციის რეაქციებთან (ალერგიული ჰიპერმგრძნობელობის ტიპებია). ამ კვლევების მიხედვით მამაკაცებს აქვთ ალერგიული რეაქცია საკუთარი სპერმის მიმართ.

დექსტერის კვლევების მიხედვით კი  მდგომარეობა გამოწვეული იყო პროგესტერონის ნაკლებობით რომელიც ძლიერი ნეიროსტეროიდია.

პაციენტებს, რომლებიც ალერგიულები არიან საკუთარი სპერმის მიმართ მკურნალობენ ჰიპოსენსიტიზაციით, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ინექციით მიმდევრობით შეჰყავთ ჯერ დაბალი კონცენტრაციის სპერმა, შემდეგ უფრო მეტი, რათა საბოლოოდ განვითარდეს სპერმის მიმართ დესენსიტიზაცია.

პაციენტების ნაწილს მკურნალობენ ნორეთისტერონი (პროგესტერონი) 5-10 მგ. ორგაზმამდე ნახევარი საათით ადრე ან მის შემდეგ მაშინვე.

ადამიანები რომელთაც ეს სინდრომი სჭირთ ხშირად გეგმავენ სქესობრივ აქტს, რათა შემდგომ დასვენება შეძლონ რამოდენიმე დღე, ან საერთოდ თავს იკავებენ სქესობრივი აქტივობისგან, ან ეაკულაციისგან.

პოსტორგაზმული ავადობის სინდრომის მკურნალობისას ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იყოს ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები).