ტესტოსტერონის დონის რეგულირება

ტესტოსტერონი არის მამაკაცის სასქესო ჰორმონი, რომელიც არის როგორც მამაკაცის,ასევე ქალის ორგანიზმში. მართლია ნორმა განსხვავებულია, მაგრამ აუცილებელია, რომ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებისათვის ორივე სქესის ადამიანის ორგანიზმში იყოს ეს ჰორმონი.

თავისფალი ტესტოსტერონი+დაკავშრებული ტესტოსტერონი=საერთო ტეტსოსტერონი.

საერთო ტესტოსტერონი შედგება:

  • 2% თავისუფალი (დაუკავშირებელი) ტესტოსტერონი;
  • 44% დაკავშირებული გლობულინთან;
  • 54% დაკავშირებული ალბუმინებთან და სხვა ცილებთან.

მამაკაცის ტესტოსტერონის ძირითადი ნაწილი დაკავშირებულ მდგომარეობაშია. თავისუფალი და ალბუმინებთან დაკავშირებული ტესტოსტერონი ბიოლოგიურად აქტიურია.

თავისუფალი ტესტოსტერონის დეფიციტი იწვევს იმპოტენციას, ვინაიდან სექსუალურ სურვილსაც, ერექციასაც ნაწილობრივ და მეორად სასქესო ნიშნებსაც სწორედ ტეტსოსტერონი აკონტროლებს.

ტესტოსტერონის დონის დაქვეითება იწვევს:

  • კუნთოვან და ძვლოვან სისუსტეს;
  • ირღვევა ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლა;
  • ვითარდება კარდიოლოგიური და ფსიქოლემოციური დარღვევები;
  • თმიანი საფარველის უკმარისობა;
  • ცხიმის დაგროვება;
  • სარძევე ჯირკვლის ზრდა;
  • ალები;
  • მომატებული ოფლიანობა;
  • ქოშინი;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • არასაკმარისი პოტენცია;
  • გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება.

იმისთვის, რომ ტესტოსტერონზე გაკეთებული ანალიზის შედეგი იყოს ზუსტი, საჭიროა ანალიზის გაკეთებამდე გამოირიცხოს ალკოჰოლის მიღება და მოწევა. რაც შეეხება საკვებს, ანალიზის აღებამდე 12 საათით ადრე უნდა შეყდეს კვება და შეიძლება მხოლოდ წყლის სმა.

ტეტსოსტერონის დონის დაქვეითების მიზეზები:

  • სტრესი – სტრესული ჰორმონები, კერძოდ, კი ადრენალინი თრგუნავს ტესტოსტერონის სინთეზს;
  • შუშხუნა სასმელების, მცენარეული ზეთის, ცხიმიანი რძის, ალკოჰოლის, მარილის, შაქრის, კოფეინის, ფასტფუდის პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღება;
  • ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის, ან მედიკამენტის გვერდითი ეფექტები;
  • მამაკაცის სასქესო ორგანოების ტრავმა;
  • ცხობრევის ნაკლებად აქტიური სტილი;
  • ასაკი: 30 წელს ზევით მამაკაცებს აღენიშნებათ ტესტოსტერონის დონის 1-2 % დაქვეითება.

რაც შეეხება დაავადებებს, რომლებიც იწვევენ იმპოტენციას:

  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • ბრონქული ასთმა;
  • არტერიული ჰიპერტონია;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • სიმსუქნე;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ციროზი და ალკოჰოლიზმი;
  • ათეროსლეროზი.

დაბალი ტესტოსტერონის შედეგები მამაკაცებში:

  • ოსტეოპოროზი – ძვლოვანი ქსოვილის გათხელება;
  • ფსიქოკლოგიური არამდგრადობა – აფორიაქება, ხასიათის სწრაფი ცვლილებები, ზოგჯერ კი ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა;
  • სერიოზული სექსოლოგიური პრობლემები;
  •  გონეგაფანტულობა და გულმავიწყობა;
  • ძილის დარღვევები;
  • შაქრიანი დიაბეტის რისკი (სიმსუქნის გამო);
  • ინსულტისა და ინფარქტის რისკი.

მედიცინა ტესტოსტერონის დონის ასაკობრივ კლებასთან უძლურია ფაქტიურად. რაც შეეხაბა დონის აწევას ნორმის ფარგლებამდე, შესაძლებელია.

მედიცინის პირველი ნაბიჯი ტესტოსტერონის დონის დაქვეითების დროს არის ჯანსაღი რაციონი, კარგი ძილი, ვიტამინები და მინერალები, განსაკუთრებით კი თუთია.

როცა ეს ყველაფერი რაღაც პერიოდში არ იძევა შედეგს, საკითხი დგება მედიკამენტურ ჩარევაზე.

ტესტოსტერონის დონის მომატება ხდება:

  • კუნთში ინექიით;
  • ტესტოსტერონის პლასტირით (მისი ტარება ხდება სათესლეებზე);
  • ტესტოსტერონის გელები;
  • მუკოადჰეზიური პრეპარატები;
  • ორალური მედიკამენტები.

ტესტოსტერონის პრეპარატებია:

  • ანდრიოლი;
  • ანდროგელი;
  • ნებიდო;
  • ნუვირი;
  • ომნადრენი;
  • ომნადრენ 250;
  • სუსტანონი;
  • სუსტანონ 250;
  • სუსტარეტარდი;
  • სუსტარეტარდ 250;
  • ტესტოსტერონი;
  • ტესტსტერონ-პროპიონატი;
  • ტესტოსტერონის ანდეკანოატი;
  • ტესტოსტერონის იზოკაპრონატი;
  • ტესტოსტერონის კაპრონატი.

ტესტოსტერონით მკურნალობა უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს პროსტატის კიბო, რადგან ჰორმონდამოკიდებული კიბოა პროსტატის კიბო და ფაქტიურად სასიკვდილოდ გაწირვის ტოლფასია ამ დროს ტესტოსტერონის დანიშვნა.