სექსის შემდეგ თავის ტკივილი

პოსტკოიტალური ცეფალგია, სხვაგვარად  –  სექსის შემდეგ თავის ტკივილი, არის საკმაოდ იშვიათი მწვავე თავის ტკივილის ფორმა, რომელიც აღმოცენდება სექსის დროს ან ორგაზმის შემდეგ. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს, როგორც კოიტუსის, ასევე მასტურბაციის დროს.  როგორც წესი ტკივილი აღმოცენდება თავის ფუძეზე კეფასთან და ვრცელდება შუბლის წილწბისკენ.  შესაძლოა გამოხატული იყოს ძლიერი ტკივილი თვალების უკან.  თავის ტკივილი შეიძლება თანდათანობით ძლიერდებოდეს სქესობრივი აქტივობის დროს, შეიძლება აღმოცენდეს ორგაზმის დროს. ტკივილი გრძელდება წუთები, ზოგ შემთხვევაში საათები, იშვიათ შემთხვევაში რამოდენიმე კვირა.

კოიტალური (ან პოსტკოიტალური) ცეფალგია უმეტეს შემთხვევაში ვითარდება ახალგაზრდა მამაკაცებში 20 წლამდე, შემდგომი  ასაკობრივი დიაპაზონია 35-44 წლებს შორის.  მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ქალებშიც თუმცა კაცებში ვითარდება სამჯერ უფრო ხშირად.

პოსტკოიტალური ცეფალგია აწუხებს პოპულაციის დაახლოებით 1 %

სექსის შემდგომი თავის ტკივილი როგორც წესი „კეთილთვისებიანია“-ცუდზე არ მიუთთებს, თუმცა ზოგ შემთხვწვაში საჭიროა დიფ. დიაგნოზის გატარება და ისეთი რთული დაავადებების გამორიცხვა, როგორიცაა თავის ტვინის არტერიების ანევრიზმა და სიმსივნეები.

მკურნალობას წარმოადგენს:

წონაში დაკლება

ფიზიკური აქტივობის გაზრდა (ვარჯიში)

ბეტა ბლოკერები (პროპრანოლოლი)

ინდომეტაცინი

 

  • პოსტკოიტალური ცეფალგიის არსებობის დროს, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა  გამოირიცხოს მძიმე სამედიცინო მდგომარეობების არსებობა.

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება.