ადამის ვაშლი

ადამის ვაშლი ტერმინია, რომელსაც გამოიყენებენ ადამიანის ანატომიური სტრუქტურის ხატოვნად გადმოსაცემად. ეს ადგილი ემთხვევა ფარისებრ ხრტილს, რომელიც მდებარეობს ხახის წინ.  ადამის ვაშლი  უვითარდებათ ძირითადად მამაკაცებს და წარმოადგენს ყელის გამოზნექილობას, რომელიც ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და ასოცირებულია ანდროგენებთან (მამაკაცური ჰორმონი).

ადამის ვაშლი გავრცელებული უფრო მამაკაცებში ვიდრე ქალებში და პრეპუბერტატულ ბავშვებში.  ხახის ზრდა ინტენსიური ხდება პუბერტატის დროს. ადამის ვაშლის წარმოქმნას მამაკაცებში ფარისებრი ხრტილის მდებარეობის  თავისებურება განაპირობებს.

შესაძლებელია ფარისებრი ხრტილის ქირურგიული გზით დაპატარავება  პლასტიკური ოპერაციის მეშვეობით კოსმეტიკური ეფექტისთვის. ამ ოპერაციას ქონდროლარინგოპლასტიკა ჰქვია და უმეტესად იწყენებენ სქესის შეცვლის ოპერაციების დროს.  ამ ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც სახმო იოგების დაზიანება, ასევე ნაიარევი რომელიც ასევე კოსმეტიკურ დეფექტს წარმოადგენს.