ღალატი, ღია ურთიერთობები და სგგი.

ადამიანები, რომლებიც ღალატობენ (სქესობრივი ურთიერთობა მუდმივი პარტნიორისგან დამალულად) საკუთარ მეუღლეს ( მუდმევ სექსუალურ პარტნიორს) გაზრდილი აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით ინფიცირების რისკი, ვინაიდან ასეთ ადამიანებში იშვიათია უსაფრთხო სექსის კონცეფციის განხორციელება.  ხშირად აქვთ დაუცველი სექსი, ასევე მათი ქცევა მეტად ასოცირებულია ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან, იმ ადამიანებთან შედარებით ვინც არ ღალატობენ საკუთარ მეუღლეს ან აქვთ გარე სქესობრივი ურთიერთობა პარტნიორის თანხმობით.  ScienceDaily (June 14, 2012)

 

აშშ-ში , მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად (რომელიც ჟურნალ  „Sexual Medicine“-ში გამოქვეყნდა)  პრეზერვატივის გამოყენება ვაგინალური და ანალური სექსის დროს ღალატის შემთხვევებში 27 % და 35 % ით ნაკლები იყო, ხოლო  ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების სიხშირე მომატებული იყო 64 % ით.  ონლაინ გამოიკითხვით დადგინდა, რომ 1647 ადამიანიდან 801 ჰქონდა სექსობრივი კავშირი (ები) ძირითადი სექსუალური პარტნიორის გარეთ.  მათ შორის 493 ადამიანი იმყოფებოდა თანხმობით არა მონოგამურ ურთიერთობაში (პარტნიორისგან თანხმობით ჰქონდა სხვასთან სექსი. ხოლო 308  სქესობრივად აქტიური იყო მონოგამური ურთიერთობების პირობებში – ანუ ღალატობდა პარტნიორს. 

მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის Dr. Terri D. Conley -ის მიხედვით: მონოგამია არის კარგი საშუალება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ინფიცირებისგან პრევენციისთვის, იმ პირობებში, როცა სქესობრივი პარტნიორები გამოკველული არიან ინფექციებზე და პასუხი უარყოფითა და მაშინ, როცა პარტნიორები ერთმანეთის ერთგული იქნებიან ურთიერთობის განმავლობაში.  იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ღია ურთიერთობები აქვთ მეტი შანსი სქესობრივი გზით ინფიცირების, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს ადამიანები მომზადებული ხვდებიან რისკს და იყენებენ კონდომს, როგორც დამცავ საშუალებას.

მეცნიერების დასკვნით სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სექსუალურ განათლებას, კერძოდ  სგგ ინფექციების შესახებ.

რაც შეეხება მსგავს ვითარებას საქართველოში. მდგომარეობა საკმაოდ რთულადაა ვინაიდან ჩვენი სტატისტიკური კვლევით, რომელშიც მონაწილეობდა  1108 ადამიანი, გამოკითხვა მიმდინარეობდა ანონიმურობის დაცვით ვებ სივრცის საშუალებით , გამოკითხულთა 41 % რეგულარულად იყენებს პრეზერვატივის,  29 % პრეზერვატივს საერთოდ არ იყენებს, 18% იყენებს საშუალო სიხშირით, 12 % იყენებს იშვიათად. შეკითხვა არ ეხებოდა მუდმივ სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობას.  შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მდგომარეობა ამ მხრივ საგანგაშოა რადგან ქართველი  სქესობრივად აქტიური მამაკაცების ნახევარზე მეტი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ დგას.