მომხიბვლელობის შეფასება

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მამაკცებს აქვთ უფრო მეტად ჩამოყალიბებული და განსაზღვრული შეხედულელები ადამიანის მომხიბველეობის შესაფასებლად, ვიდრე ქალებს.  შესაბამისი კვლევა ჩატარებული იქნა Wake Forest University – ის ფსიქოლოგის დასტინ ვუდის მიერ.  კვლევაში მონაწილეობდა 4000 მონაწილე,  რომლებიც აფასებდნენ ქალის და კაცის სურათებს მომხიბვლელობით 10 ბალიანი სისტემით.  დაბალი ქულით ნაკლებ (არა) მომხიბვლელი, მაღალი ქულით მომხიბვლელი. შემფასებელთა ასაკი იყო 18 -დან 70 წლამდე  კვლევაში მონაწილეებს ასევე უნდა დაესახელებინათ თუ რა კრიტერიუმებით არჩევდნენ მომხიბვლელს, ანუ რა ჰქონდა მას ისეთი რაც საშუალოზე უფრო მომხიბვლელს ხდიდა.

სანამ მონაწილეები შეაფასებდნენ სურათებს, მკვლევართა ჯგუფმა შეაფასა სურათები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით:  სიგამხდრე, მგრძნობიარობა,  სტილი, მაცდურობა,  ფორმიანობა (ქალებში), კუნთოვანი სხეული (მამაკაცებში), ტრადიციული გარეგნობა, მაცდურობა, ნდობის აღძვრა,  კაცური/ქალური გარეგნობა, თავის მოვლა/მაკიაჟი,  ოპტიმისტური გამოხედვა და  ა.შ. ეს ფაქტორები მკვლევარებს ეხმარებოდა შეეფასებინათ მონაწილეთა განწყობა თუ რა ფაქტორებზე იყო დაფუძნებული.

მიღებული მონაცემებით, კაცებისთვის მომხიბვლელები იყვნენ  ქალები ძირითადად ფიზიკური მონაცემების მიხედვით, მოსწონდათ ის ქალები, რომლებიც იყვნენ გამხდრები და ჰქონდათ მაცდური (სექსუალური) გარეგნობა. ასევე მამაკაცებმა მიანიჭეს უპირატესობა იმ ქალებს, რომლებიც გამოიყურებოდნენ მეტად თავდაჯერებულად.

რაც შეეხებათ ქალებს, მათმა უმრავლესობამ აირჩია მამაკაცი სიგამხდრის და კუნთოვანი ქსოვილის განვითარების მხრივ.  მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ქალების პასუხები ერთმანეთთან დიდ წინააღმდეგობაში მოვიდა, ანუ  ქალების ნაწილი რომელიც მიიჩნევდა მამაკაცს ძალიან მომხიბვლელად, ნაწილისთვის აბსოლიტურად არამომხიბვლელი აღმოჩნდა.  კაცების შეფასებები კი უმეტესად ერთმანეთს ემთხვეოდა.

მამაკაცების საერთო განწყობა და შეფასება ქალების მიმართ ძირითადად მსგავსია, კალების კი მკვეთრად განსხვავებული აზრი აქვთ კაცების შესახებ. ეს მდგომარეობა გვხვდება ცხოვრებაშიც, ე.წ. „ლამაზ ქალებზე“ კონკურენცია უფრო მაღალია მამაკაცებს შორის, ვიდრე მომხიბვლელ კაცებზე ქალებს შორის.

სწორედ ამიტომ ქალები მეტად ცდილობენ შეინარჩუნონ /მიაღწიონ გარკვეულ გარეგნულ ნორმებს (მაგ. სიგამხდრე), მამაკაცებს კი ასეთი გამუდმებული „ბრძოლა“ საკუთარი გარეგნობისთვის ნაკლებად უწევთ.  ქალები მეტად ლამაზებად მიიჩნევიან, რაც მეტად მიუახლოვდებიან განსაზღვრულ ფიზიკურ სტანდარტებს, თუ ამას არ გააკეთებენ, პირიქით. კაცებისთვის, ეს შედარებით ნაკლები პრობლემაა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცის მიერ მომხიბვლელობის საერთო შეფასება მჭიდრო კავშირში არ არის, მხოლოდ გარეგნულ მახასიათებლებთან და სტანდარტებთან.

აღსანიშნავია, რომ მომხიბვლელობის შეფასებისას მნიშვნელობა ასაკსაც ჰქონდა, უფრო ასაკოვანი შემფასებლები უპირატესობას ანიჭებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იღიმოდნენ. : )