აბსტინენციის პროგრამები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს აბსტინენციის პროგრამები, რომლებიც გამოიყენება სასკოლო პროგრამებში და გულისხმობს, მოზარდებისთვის სექსუალური აბსტინენციის(თავშეკავების) დანერგვას და გავრცელებას.  მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ეს მეთოდი ეფექტური იქნებოდა არასასურველი ორსულობების და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციისთვის.  ეს პროგრამები დაინერგა და ზოგ სკოლაში დღესაც არსებობს, თუმცა მეცნიერული ანალიზით მისი შედეგიანობა და ეფექტურობა ეჭვ ქვეშ დგას.

კვლევებით დადგინდა, რომ მხოლოდ აბსტინენციის პროგრამებს არ მოჰყვებოდა არასასურველი ორსულობების შემცირება თნეიჯერებში და თავშეკავების მოწოდება ახალგაზრდებში სულაც არ იწვევდა თავშეკავებულ ქცევას.

პროფესორი დევიდ ჰოლი (Franklin College)  არის ავტორი იმ ფარტო მაშტაბიანი  კვლევის, რომელიც ჩატარდა სქესობრივი განათლების ეფექტურობის განსაზღვრისთვის. მათი მიხედვით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ აბსტინენციის პროგრამები არასასურველი ორსულობების რისკს ზრდის, თუმცა არსებობს ფაქტები, რომელთა მიხედვითაც  მათი შედეგიანობა არ დასტურდება.

2009-2010 წლებში 300 მილიონზე მეტი აშშ დოლარი დაიხარჯა აბსტინენციის პროგრამებისთვის შტატებისთვის.

დღეისთვის მიიჩნევა, რომ სგგი-ს გავრცელების და არასასურველი ორსულობების პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური განათლების მეთოდია ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლება, რომელიც მოიაზრებს, როგორც ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის შესაწავლას და თავდაცვის, კონტრაცეპტიული საშუალებების გაცნობას, ასევე ნაწილობრივ სექსუალურ აბსტინენციას, განსაკუთრებით თინეიჯერულ ასაკში.