ესტროგენების ფიზიოლოგიური ეფექტი

ესტროგენები ქალის სასქესო ჰორმონებია, რომლებიც აქტიურ მონაწილოებას იღებენ ქალის რეპროდუქციული ფუნქციის შესრულებაში, ასევე გააჩნიათ მრავალი ფიზიოლოგიური ეფექტი ორგანიზმზე.  ესტროგენები მოქმედებენ თავის ტვინზე და იწვევენ:  პოზიტიური გუნება-განწყობა, მახსოვრობის გაუმჯობესება, კარგად ყოფის შეგრძნება, აქვთ კოგნიტიური ფუნქცია, ზრდასრულთა სექსუალურ ქცევას, მონაწილეობას ღებულობს ტემპერატურის რეგულაციაში/ ვაზომოტორული სიმპტომების პრევენციას ახდენს.

მკერდზე: მკერდის სადინრების განვითარებას იწვევს. ზრდის ესტროგენ-პოზიტიური მკერდის კიბოს რისკს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა –  ზრდის თრომბოზის/ინსულტის რისკს.  გავლენას ახდენს ლიპიდურ პროფილზე: ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, ზრდის ტრიგლიცერიდებს. შესაძლოა მოქმედებდეს ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნაზე(სისხლძარღვების ენდოთელიუმზე).

უროგენიტალური ტრაქტი – უზრუნველჰყოფს უროგენიტალურ განვითარებას და მომწიფებას, ახდენს ვაგინალური ატროფიის პრევენციას, მიულერის ზრდას უზრუნველჰყოფს (ემბრიოგენეზში),  უზრუნველჰყოფს ენდომეტრიუმის პროლიფერაციას.  ზრდის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას/ზოგ შემთხვევაში სიმსივნეს.

ძვლები – უზრუნველყოფს ძვლების ზრდას, ეპიფიზების დახურვას ოსტეოკლასტების მეშვეობით.  ამცირებს ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას (ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას).