ნაბოთის ცისტა

ნაბოთის ცისტა არის წარმონაწმნი, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს ყელის ზედაპირზე.  წარმონაქმნი წარმოადგენს ცისტას, ანუ ღრუს, რომელიც ამოვსებულია სითხით (ამ შემთხვევაში ლორწოვანი სითხით.  ნაბოთის ცისტები ვითარდება მაშინ, როდესაც მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი იწყებს ზრდას იმ ტიპით, როგორც იზრდება ცილინდრული ეპითელიუმი. მარტივად რომ ვთქვათ ბრტყელი ეპითელიუმი იწყებს ზრდას იქ, სადაც წესით ცილინდრული ეპითელიუმი უნდა იყოს(საშვილოსნოს ყელის გარედან საშოს მხარეს არის პრტყელი ეპიტელიუმი, შიგნითა მხრიდან-ენდოცერვიქსში ცილინდრული ეპითელიუმი).   ასეთი ტიპის ქსოვილოვან ზრდას ზღუდავს საშვილოსნოს ყელში არსებული კრიპტები (სუბდერმული ე.წ. „ჯიბეები“) რომლებიც ზომით 2-10 მმ-ია. ქსოვილოვან გადაგვარებას მეტაპლაზია ჰქვია.  

ნაბოთის ცისტები იქმნება კრიპტების  ეპითელიუმით ამოფენის შედეგად შესაბამისად ცისტა ამოიფინება ეპითელიუმით რომელიც გამოჰყოფს სეკრეტს და ეს უწყობს ხელს ღრუში სითხის დაგროვებას.

ნაბოთის ცისტა საშვილოსნოს ყელის ზედაპირზე გხვხვდება, როგორც გამაგრებული ამობურცულობები.  ქალმა შეიძლება ცისტები თვითონვე შეიგრძნოს დიაფრაგმის ან ცერვიკალური კეპის (კონტრაცეპტიული საშუალებები) გაკეთების დროს.  ექიმმა კი შესაძლოა შენიშნოს გასინჯვისას, ან ულტრაბგერითი კვლევის დროს.

ნაბოთის ცისტები მიიჩნევა კეთილთვისებიანად, ანუ თავისი ბუნებით არ არის ზიანის მომტანი.  შეიძლება გაქრეს თავისითაც, ან დარჩეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.  შეიძლება გაჩნდეს და გაქრეს  მესნტრუალური ციკლის შესაბამისად.

ნაბოთის ცისტები ზოგ შემთხვევაში ასოცირებულია ქრონიკულ ცერვიციტთან და ინფექციურ ანთებით პროცესებთან.

შეიძლება ნაბოთის ცისტა გაიზარდოს ზომაში დიდი და შექმნას მეორადად პრობლემები.

დიდი ცისტების და განსაზღვრულ შემთხვევებში რეკომენდირებულია ცისტის მოცილება ელექტრო მოწვის გზით ან მოყინვით.

ნაბოთის ცისტის სინონიმია ნაბოთის ფოლიკული, ლორწოვანი რეტენციული ცისტა, ეპითელიუმის ინკლუზიური ცისტა.  ამ ცისტების სახელი მომდინარეობს მარტინ ნაბოთის შემდეგ, რომელიც გერმანელი ანატომი იყო 1675-1721 წლებში.  თუმცა ნაბოთამდეც იყო აღწერილი ანალოგიური ცისტები ფრანგი ქირურგის დენსოუსის მიერ (2 ათეული წლით ადრე დაიბადა).