ტკივილი მესტრუაციის დროს

ზომიერი ტკივილი მენსტრუაციის დროს აქვს ქალების 60-70% 14-45 წლის ასაკში. ქალების 10% იტანჯება ძლიერი ტკივილით მენსტრუაციის დროს, რაც უარყოფითად აისახება ქალის საერთო მდგომარეობაზე და მის შრომისუნარიანობაზე.

ალგომენორეა – მტკივნეული მენსტრუაცია – არის შეტევითი ხასიათის ან ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, წელსა და გავის მიდამოში, ხშირად ამას თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმდების დარღვევა.

საინტერესო ფაქტია, რომ ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ტომში, ჩინეთისა და ინდოეთის ზოგიერთ პროვინციაში ქალებს საერთოდ არა აქვთ ტკივილი მენსტრუაციის დროს. მეცნიერებისთვის ჯერჯერობით აუხსნელია ის ფაქტიმ, რატომ აქვს ტვილი ცივილიზებული სამყაროს ქალებს.

სპაზმური ხასიათის ტკივილები ლოკალიზებულია მუცლის ქვედა ნაწილში და ჩნდება მენსტრუაციის პირველივე დღეს და ქრება მშობიარობის შემდეგ. რაც შეეხება ყრუ ტკივილებს, რომელიც ჩნდება მენსტრუაციის ადდგომამდე ცოტა ხნით ადრე, ხშირად გრძელდება მენოპაუზამდე. ზოგადად ტკივილი, როგორც წესი, მენსტრუაციის მეორე-მესამე დღეს ქრება.

ალგომენორეა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. პირველადი ალგომენორეა უკავშრდება საშვილოსნოდან მენსტრუალური გამონადენის გამოყოფის გაძნელებით და ამასთან დაკავშრებული საშვილოსნოს შეკუმშვებით. ასეთი მდგომარეობა აქვთ ქალებს საშილოსნოს სხეულის წინ, ან უკან მკევთრად გადახრილი ანატომიური თავისებურებით, ან აბორტებისგან საშვილონოს ყელის ნაწიბუროვანი შევიწროებით. ყველაფერი ეს აძნელებს მენსტრუალური სისხლის გამოყოფას. ტკივილის აღძვრას ხელს უწყობს გონებრივი გადაძაბვა, ფიზიკური დაგაღლა, თანმხლები გინეკოლოგიური დაავადებები, საკუთარი სასქესო ჰორმონების მიმართ მგრძნობელობის მატება.

ხშირად ალგომენორეით იტანჯებიან ქალები, რომელთაც აქვთ არასტაბილური ფსიქიკა. ნერვული სისტემის მოამატებული აგზნებადობის დროს მენსტრუალური ცვლილებები საკმარისია სერიოზული დეპრესიის გამოსაწვევად. ასეთ ქალებს უქრებათ სექსის სურვილი, აქვთ დროებითი ანორგაზმია და ტკივილი სექსის დროს.

მეორადი ამენორეა ვითარდება სასქესოს სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს: ენდომეტრიოზი, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, მოიმებიდა სხვა დაავადებები. მეორედი ალგომენორეის მკურნალობა არის ძირითადი დაავადების მკურნალობა.

ალგომენორეის დროს აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია და მიზეზის დადგენა. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ქალი დროებით ვერ ახერხებს ექიმთან ვიზიტს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რამდენიმე რჩევა:

  • იბიპროფენი – ძალიან ეფექტური საშუალებაა.  აგრეთვე შეიძლება ასპირინის გამოყენება;
  • ცხელი შხაპის მიღება;
  • თბილად ჩაცმა და სათბური;
  • მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე მარილისა და ნატრიუმის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტების მიღების შეწყვეტა, ან შეზღუდვა;
  • მაგნიუმისა და კალციუმის მიღების გაძიერება ტკივილის შესამცირებლად;
  • ზოგიერთ ქალს ფიზიკური აქტივობა ამცირებს ტკივილის;
  • ფეხების მაღლა აწევა და მოდუნება 15 წუთით ასუსტებს ტკივილს;
  • მცენარეული ჩაის (მაგ, გვირილის, პიტნის) მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის მოდუნებას;
  • კოფეინის შეზღუდვა (ყავა, შოკოლადი, ჩაი, კოკა-კოლა);
  • ტამპონების გამოყენება არ არის სასურველი, საფენების გამოცვლა კი დღეში 5-6-ჯერ არის რეკომენდებული;
  • რეგულარული ფზიზიკური აქტივობა მაცირებს ტკივილს მენსტრუაციის დროს.

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები მხოლოდ დროებითია, ისინი ვერ ცვლიან ექიმის კონსულტაციას!!!