ანორგაზმიის მკურნალობა

ფიზიოლოგიურად ქალის ორგაზმი არის რთული მოვლენა, რომელიც შედგება მრავალი კომპონენტისაგან, ამიტომაც ანორგაზმია ძალიან ხშირი და საკმაოდ რთული პრობელმაა. ქალი ხშირად ვერც კი ხვდება, რომ ორგაზმს ვერ განიცდის, ვინაიდან ქალების უმეტესი ნაწილი სიამოვნებას იმითაც იღებს, რომ გევრდით ჰყავს საყვარელი მამაკაცი, რომლის სიამოვნებაც ქალის სიამოვნების ობიექტი ხდება ამ შემთხვევაში.

ანორაგზმია შეიძლება იყოს:

  • აბსოლუტური (ტოტალური), როცა ორგაზმი არ არის არც სექსი და არც მასტურბაციის დროს;
  • ნაწილობრივი (პარციალური), როცა ქალი ორგაზმს განციცდის ეროტიული სიზმრის ნახვის, მატურბაციის დროს, მაგრან ვერ განიცდის უშუალოდ სექსის დროს და/ან პარტნიორის მხრიდან ქალის ეროგენული ზონების სტიმულაციის დროს;
  • შედარებითი – ქალი ორგზამს განიცდის მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, მაგ, განსაკუთრებულ პოზაში, გარკვეული სახით ეროგენული ზონების სტიმულირების დროს, სექსუალური ფანტაზიების რეალიზაციის დროს, გარკვეულ პარტნიორთან და მენსტრუალური ციკლის გარკვეულ ფაზაში.

ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ისე ცნებები, როგორიცაა:

  • ცრუ ანორგაზმია – ქალებში, რომელთაც აქვთ მრავლობითი ორგაზმის განცდის უნარი და ვერ განიცადეს პარტნიორთან ურთიერთობის დროს, უვითარდებათ დაუკამყოფილებლობის გრძნობის საპასუხოთ ცრუ ანორგაზმია;
  • ფსევდოანორგაზმია – როცა ქალის ძალიან ძლიერი აგზნების გამო ორგაზმი მიიღწევა ჯერ კიდევ პრელუდისს დროს, რის გამოც უშუალოდ სექსის დროს მიღწეული ორგაზმი ვერ აღწევს სათანადო ინტენსივობას;
  • მოჩვენებითი ანორგაზმია – ქალს ორგაზმის მიღწევა შეუძლია მხოლოდ კლიტორის დამატებითი სტიმულაციის დროს, მაგრამ არ აკეთებს ამას სექსის დროს, რადგან არაადექვატურად თვლის ასეთ საქციელს.

გამოყოფენ ანორგაზმიის სამ ხარისხს:

I.            ორგაზმის არქონა, მაგრამ სქესობრივი აქტის დროს სასიამოვნო შეგრძნებები;

II.            სქესობრივი აქტი კარგავს მნიშვნელობას, სქესობრივი აგზნება და სიამოვნება არ აღინიშნება;

III.            სქესობრივი აქტი უსიამოვნოა, თან ახლავს მძიმე შეგრძნებები.

ანორგაზმია შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი პათოლოგია, ასევე რამე სხვა დაავადების გამოვლინება. რიგ შემთხევაში კი გამოწვეულია გარკვეული სიტუაციით, უხშირესად კი ფსიქოლოგიური ფაქტორით.

ტიპიურ მიზეზებს მიეკუთვნება: სტრესული სიტუაციები, დეპრესიული მდგომარეობები, ჰორმონალური დარღვევები, ანდროგენების უკმარისობა, შინაგანი დაავადებები, პარტნიორის პრობლემები და/ან მისდამი გრძნობების შეცვლა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ქორწინებისგარეშე კავშირებში ძალიან მაღალია ქალის ანორგაზმიის სიხშირე.

დიაგნოსტიკა ემყარება პაციონეტის მონაყოლს, ანუ კარგად შეკრებილი ანამნეზი უკვე არის დიაგნოზისთვის საკმარისი ინფრომაცია.

მკურნალობის ტაქტიკა მკვეთრად არის დამოკიდებული ანორაზმიის ფორმაზე. ვინაიდან ორგაზმის მიღწევაში ერთ ერთი მთავარი მომენტია შესაბამისი ეროგენული ზონების სტიმულაცია და ვინაიდან ასეთი ზოები ყველა ქალში ინდივიდუალურია, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ეს ზონები. ამისთვის ქალმა უნდა ისწავლოს საკუთარი სხეული და შემდეგ ასწავლოს მამაკაცს, რა არის მისთვის მეტნაკლებად სასიამოვნო.

შედარებითი ანორგაზმიის დროს წყვილს ეძლევა რეკომენდაცია სქესობრივი აქტის ქალისთვის სასურველ პოზაში ჩასატარებლად. ამ ყველაფერს ემატება ქალის ემოციურ-ეროგენული მზადყოფნა, რასაც უზრუნველყოფს ეროგენული ზონების სტიმულაცია.

ვაგინალური ორგაზმის მისაღწევად ითვლება, რომ ვენტრო-ვენტრალური (ანუ მისიონერული) პოზაა ყველაზე ხელსაყრელი, კლიტორული ორგაზმისთვის კი – მხედრული, ან გვერდული პოზები.

ყველა ტიპის ანორაზმიის დროს რეკომენდებულია ნელი ფრიქციების განხორციელება.

როცა ქალს მაინც უჭირს ორგაზმის მიღწევა, აქ უკვე დგება ორალურ-მანუალური სტიმულაციის საკითხი – პარტნიორის ქალის გენიტალიებს ასტიმულირებს თითებით, ან ენა-ტუჩებით.

ორგანული ზომების შეუთავსებლობის დროს (ამ შემთხვევაში დიდი პენისი და შედარებით მოკლე საშო) საჭირო ხდება სპეციალური ვარჯიშები, მაგ, კეგელის ვარჯიშები, რომლებიც აგრეთვე აძლიერებს საშოს მგრძნობელობას.

სიმპტომური ანორგაზმიის დროს რეკომენდებულია ძირითადი პათოლოგიის მკურნალობა.

ყველა ტიპის ანორგაზმიის დროს აუცილებელი კომპონენტია ფსიქოთერაპია. ტარდება სამი სახის ფსიქოთერაპია: აუტოგენური მუშაობა – პაციენტის საკუთარ თავზე მუშაობა (ქალი სწავლობს მოდუნებას, სწავლობს საკუთარ სხეულს და სექსის დროს სიაომვნების მიღებას), ჩენარგვა და ჰიპნოზი.