ქორიონადენომა

მოლარული ორსულობა/ჰიდრატიფორმული (ბუშტუკოვანი ორსულობა) არის ორსულობის პათოლოგიური ფორმა. რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია და ზრდა (გამრავლება ) ხდება ორგანიზმში, თუმცა ორსულობა ისე არ მიმდინარეობს როგორც უნდა მიმდინარეობდეს, არც ნაყოფი იზრდება ისე როგორც უნდა იზრდებოდეს. ამ დროს საშვილოსნოში იზრდება  მოცულობითი წარმონაქმნი რომელსაც აქვს მტევნისებრი აგებულება.  მასა რომელიც იზრდება საშვილოსნოში არ არის ემბრიონი და მისგან არ ვითარდება ნაყოფი, თუმცა შეიძლება ერიოს ნაყოფის ქსოვილები ზოგ შემთხვევაში.

მოლარული ორსულობა არსებობს ორი ფორმის  სრული და  არასრული.

სრულის დროს ერთი ან ორი სპერმა ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, რომელიც კარგავს საკუთარ დნმ-ს, ხდება სპერმის რედუპლიკაცია და ყალიბდება სრული 46 ქრომოსომა. ასეთ შემთხვევებში გენოტიპი ძირითადად წარმოდგენილია 46 XX ქრომოსომით. შეიძლება იყოს 46XY

ნაწილობრივის დროს  კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს ორი სპერმატოზოიდი, ან ერთი რომელშიც გენომი უკვე რედუპლიცირებულია.  ასეთ შემთხვევებში გენოტიპი გვაქვს 69 XXY (ტრიპლოიდი), ან  92,XXXY (კვადროპლოიდი). სრული მოლარული ორსულობის დროს უფრო მაღალია წარმონაქმნის ქორიოკარცინომად გადაგვარების შანსი.

მოლარული ორსულობის განმარტება  მომდინარეობს ბერძნულიდან ჰიდრატიზია – წყლის წვეთი.  ხოლო მოლა ლათ.  დოლაბი.   ტერმინის წარმოშობას უკავშირებენ ექინოკოკურ ჰიდრატირებულ ცისტას.

ჰიდრატიფორმული ორსულობის დროს პლაცენტას აქვს მარცვლოვანი მტევნის ფორმა და აგებულება.  აღინიშნება ტროპობლასტური ქსოვილის ჰიპერპლაზია. როგორც წესი ასეთი ორსულობა თავისითვე (სამედიცინო ჩარევის გარეშე) სრულდება სპონტანურიი (თვითნებური ) აბორტით.

მოლარული ორსულობის დროს ემფრიონის,  ნაყოფის განვითარების ნიშნები შეიძლება აღინიშნებოდეს.

ჰიდრატიფორმული ორსულობა ორსულობის საკმაოდ ხშირი გართულებაა. აშშ-ში 1000 ორსულობიდან ერთი ასეთა, ხოლო აზიაში 100 ორსულობიდან  1 (ინდონეზიაში)

მდგომარეობის ეტიოლოგია ცნობილი არ არის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში არსებობს კვერცხუჯრედის დეფექტი, საშვილოსნოს დეფექტი ან კვებითი დეფიციტი.  რისკ ფაქტორს წარმოადგენს ორსულობა 20 წლამდე ან 40 წლის შემდეგ., ასევე ცილების დეფიციტი, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, კაროტინები.

მრავალ შემთხვევაში აღინიშნება ცარიელი კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმის მიერ და ხდება სპერმატოზოიდის გენომის ენდორედუპლიკაცია.

ორსულობის  ჰიდრატირებულ ფორმას ახასიათებს:  უმტკივნეულო სისხლიანი გამონადენი ორსულობის მეოთხე-მეხუთე თვეს,  საშვილოსნო იმატებს ზომაში მეტად, ვიდრე მოსალოდნელია. ზოგჯერ იმატებს სისხლის წნევა,  საკვერცხეების ზომა, შეიძლება იყოს ცილები შარდში.

მოლარული ორსულობის მკურნალობას წარმოადგენს საშვილოსნოდან მასის  გამოდევნა და კიურეტაჟი რაც შეიძლება მალე, როგორც კი დიაგნოზი დაისმევა.

80 % ში ეს მდგომარეობა კეთილთვისებიანი.