ცრუ ორსულობა

ცრუ ორსულობა ხასიათდება იმ კლინიკური და სუბკლინიკური სიმპტომებით რაც ახასიათებს ჭეშმარიტ ორსულობას, თუმცა რეალურად ამ დროს ქალი არ არის ორსულად. ფსევდოორსულობის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ქალს თავად ჯერა საკუთარი ორსულობის, თუ ადამიანმა იცის, რომ არ არის ორსულად და თავს აჩვენებს სხვებს, ეს არის ორსულობის სიმულაცია.

ცრუ ორსულობის სინონიმებია: ფსოვდოციზი, ფსევდოორსულობა, ჰისტერიული ორსულობა.

ფსევდო ორსულობის ნიშნები შეესაბამება ორსულობის ნიშნებს:

  • ამენორეა (მენსტრუაციის არ ქონა)
  • დილის სისუსტე
  • მკერდის ტკივილი
  • წონაში მატება
  • პაციენტს აქვს რწმენა რომ ორსულადაა
  • მუცლის ზომაში მატება
  • შეიძლება ქალი შეიგრძნობდეს „ნაყოფის მოძრაობას“
  • გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, მკერდის გამაგრება და ტკივილი.
  • საშვილოსნოს გადიდება
  • საშვილოსნოს ყელის ქსოვილის დარბილება
  •  ასეთი ქალების 1  % საბოოდ მშობიარობს კიდეც(ცრუ მშობიარობა)

ცრუ ორსულობის განვითარება ახასიათებთ როგორც ადამიანებს, ასევე სხვა ძუძუმწოვრებს.

ფსევდოციზი იშვიათობაა,  უმეტესად აქვს ფსიქოლოგიური ბაზისი, ასევე ახასიათებს ენდოკრინული ცვლილებები, რომლის შედეგადაც იცვლება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ისევე როგორც ეს ხდება ნამდვილი ორსულობის დროს.

ცნობები ცრუ ორსულობის შესახებ ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან მოდის (300 წ. ჩვენ წელთ აღრიცხვამდე).

ცრუ ორსულობის მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა მნიშვნელობა ენიჭება ენდოკრინული სისტემის აქტივობას, ძლიერ სტრესს, წონაში მატებას, კონსტიპაციას, გაზების გადაადგილებას მუცლის ღრუში.

ცრუ ორსულობას განიცდის ქალების ძალიან მცირე რაოდენობა დაახლოებით 22 000 ორსულობიდან ერთი ცრუა. გავრცელებულია უმეტესად დაქორწინებულ წყვილებში და უმეტესად 33 წლის ასაკისთვის.  ფსევდო ორსულობა ქალმა თითქმის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განიცადოს.

მკურნალობას წარმოადგენს: ფსიქოთერაპიები, ფიზიკური სიმპტომების მოხსნა, ექოზე ჩვენება მუცლის ღრუსი, რომლის შედეგადაც ქალს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ორსულად არ არის.  ასევე გამოიყენება: მასაჟი, ლატექსივები, ოპიოიდები, ანესთეზია (რომლის შედეგადაც ხდება მუცლის დაჭიმულობის მოხსნა).

ფსევდო ორსულობა ადამიანებზე ხშირად უვითარდებათ ძუძუმწოვრებს. ყოველი ციკლის (ესტროსის ციკლი) შემდეგ უნდა მოხდეს ყვითელი სხეულის განლევა, რომელიც გამოიმუშავებს პროგესტერონს, იმ ჰორმონს, რომელიც ორსულობისთვის არის აუცილებელი. ზოგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ყვითელი სხეული არ განილევა შესაბამისად გამოიმუშავებს პროგესტერონს და ცხოველის ორგანიზმში ხდება ის პროცესები, რომელიც ახასიათებს ორსულობას. ცრუ ორსულობა ახასიათებთ: ძაღლებს, კატებს, თაგვებს და ა.შ.