პრელუდია

სქესობრივი აქტის პრელუდია შეიძლება დაერქვას ატმოსფეროს, რომელიც იქმნება სქესობრივ პარტნიორებს შორის, რომელთაც სექსუალური კავშირის სურვილი აქვთ.

მეცნიერულად კი სქესობრივი აქტის პრელუდია არის ეროტიული აგზნების ფაზა, რომელიც გამომწვევიც არის ალერსი და სექსუალური თამაშები. ალერსის ფორმა, ინტენსივობა და ხასიათი მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პარტნიორებზე.

იღლიასა და სასქესო ორგანოების მიდამოში განლაგებული ჯირკვლები აგზნების დროს გამოყოფენ არომატულ ნივთიერებებს – ფერომონებს. ასე წარმოიქმნება ქალისა და მამაკაცის სუნი, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ სასქესო რეფლექსებთან. ქალის სხეულის სურნელი მამაკაცს მნიშვნელოვნად უძლიერებს სქესობრივ აგზნებას.

პრელუდიის მეორე ფაზა არის სექსუალური თამაშები, რომლებიც წარმოდგენილია პარტნიორის სხეულის ნაზი მოფერებით, ჩახუტებით, კოცნით, სასიყვარულო ფრაზების წარმოთქმით. ხშირად ქალები არიან ალერსის ობიექტები, თუმცა არ არის გამორიცხული ალერსის ინიციატორი თვითონ ქალი იყოს.

სექსუალური პრელუდიის დროს ყველაფერი ნიშვნელოვანია: ნაზი შეხებაც, პარტნიორის რეაქციები სხეულის სუნზე და ერთად გატარებული წუთებით ტკბობაც. ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური აქტისთვის სწორად შეირჩეს დრო და ადგილი. წარმოუდგენელია სრულყოფილი სქესობრივი აქტის ქონა სიჩქარის დროს, ან იმაზე შიშის დროს, რომ ვინმემ შეიძლება ხელი შეუშალოს პარტნიორებს. სქესობრივი კავშირისათვის იდეალურ ვარიანტად ითვლება ასეთი სიტუაცია: ნახევრადბნელი ოთახი, ჩუმი სასიამოვნო მუსიკა, პარტნიორების სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა.

აღსანიშნავია, რომ პარტნიორების სრული სიშიშვლე ყველა ადამიანს არ აღაგზნებს. მამაკაცების გარკვეულ კატეგორიას მხოლოდ ნაწილობრივ გახდილი ქალი მოსწონს, ნაწილს კი სიამოვნებას ქალის გაშიშვლების პროცესი ანიჭებს და ალერსის დროს თავად ხდის პარტნიორს. ზოგადად, აგზნების თვალსაზრისით ტანსაცმლისგან სხეულის გათავისუფლების პროცესი ძალიან დიდი ეროტიული მნიშვნელობისაა, რამეთუ სწორედ მას უკავშირდება სქესობრივი აქტის დროს მიღებულ სიამოვნებაზე მოგონებები.

მგძნობიარე ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ტაქტილური (შეხებითი) მგრძნობელობა. შეხების საშუალებით მნიშვნელოვნად იცვლება ორგანიზმის ჰორმონალური მდგომარეობა, რასაც გადამწყვეტი როლი აქვს სექსუალური აქტის მიმდინარეობაში. შესაბამისად, სქესობრივი პრელუდიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი პარტნიორის ალერსი და მოფერებაა.