ფლირტი

 ფლირტი არის სქესობრივი აქტივობის ფორმა, რომელიც მოიცავს სიტყვიერ-ვერბალურ ან მიმოწერით ურთიერთბას, ასევე გამოიყენება სხეულის ენაც. ფლირტი გულისხმობს, რომ არსებობს პიროვნებების ღრმა ურთიერთობაში შესვლის ინტერესი. კულტურების უმეტეს ნაწილში  ფლირტი სოციალურად ნაკლებად მისაღებია, რადგან პირდაპირ გამოხატავს სქესობრივი აქტივობის ელემენტებს, თუმცა არსებობს მისი არაპირდაპირი ფორმებიც რომელიც ხშირდა გვხვდება ყოველდღიურობაში. 

ფლირტს ზოგჯერ  აქვს მხოლოდ გართობის ხასიათი და მის უკან არ დგას ის რაც განმარტებაშია ჩადებული. ქალები ხშირად მიმართავენ ფლირტს სიამოვნებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის მზად არიან. რაც შეეხებათ მამაკაცებს, ისინიც ხშირად ფლირტაობენ სიამოვნებისთვის და ასეთ მამაკაცებს მექალთანებს და ე.წ. „ბაბნიკებს„ ეძახიან.

ფლირტი სხეულის ენით შეიძლება გამოიხატოს თმებზე შეხებით, თვალებით კონტაქტით, მოკლე მსუბუქი შეხებით,  პერსონალურ დინსტაციაზე ყოფნით (ახლო მანძილზე ყოფნა).

ვერბალურ ფლირტინგს თან ახლავს შესაბამისი ინტონაცია, ხმის ტონი და ა.შ.

ადამიანის მოწონება/დაინტერესებას შეიძლება გამოხატავდეს ფლირტის ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა:  გაჯავრება, კითხვების დასმა, ე,წ, „საკვალიფიკაციო“ კითხვების დასმა,  ცრუ დისინტერესი (მოხიბვლის ტაქტიკა, რომლის დროსაც პიროვნება შეგნებულად აიგნორებს მეორეს, იმისთვის რომ მეორეში ინტერესი გამოიწვიოს).

ფლირტის გამოვლინებები სხვადასხვა კულტურაში და სიტუაციებში განსხვავებულია. ძირითადად ეფუძნება იმ ეტიკეტს რაც მიღებულია მოცემულ მდგომარეობაში. მაგ. სიახლოვის მანძილი, თვალებით კონტაქტის ხანგრძლივობა, შეხების ინტენსიურობა და ა.შ.

ფლირტის გამოვლინება: ქალის დაჟინებული მზერა, შემდეგ თვალების დახრა და ოდნავ გაღიმება, თითქმის ყველა კულტურაში გვხვდება.

უმეტესად ფლირტის ორი ფორმა გვხვდება: ფლირტი გართობისთვის და მის მიღმა ინტერესით.  ფლირტი გართობისთვის ხშირია მეგობრეში, თანამშრომლებში, უცხოებს ადამიანებს შორის, მაშინაც როცა უბრალოდ სურთ გაიცნონ უცხო ადამიანი.   ფლირტის ასეთ ფორმის დროს მის მიღმა რომანტიული ურთიერთობის ან სქესობრივი კავშირის მიზანი ნაკლებია, თუმცა ასეთი სახის ურთიერთობები ზრდის ინტერპერსონალურ სიახლოვეს.

ფლირტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რომანტიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და პარტნიორის არჩევაში. ფლირტის დროს ადამიანი  აგზავნის შემდგომში სექსუალური და/ან რომანტიული ურთიერთობების შესაძლებლობების სიგნალს იმ მიზნით, რომ მსგავს დაინტერესებას იგრძნობს პარტნიორისგან და ფლირტი გაგრძელდება.

ფლირტის გამოხატულებებია: მომენტალური შეხედვა,  თვალის თვალში გაყრა,  ხელით შეხება, თმებზე შეხება, ვერბალური ნიშნები მაგ.  ლაქლაქი : ), კომენტარების გაკეთება, კომპლიმენტების თქმა, ტელეფონების ნომრის გაცვლა და ა.შ.

21 -ე საუკუნის ფლირტის გავრცელებული ფორმაა მესიჯობა და სოციალური ქსელებით კონტაქტი.

ფლირტის ტიპები:

  • თვალებით კონტაქტი, დაჟინებული მზერა, თვალის ჭაკვრა.
  • თმებზე შეხება
  • „შემთხვევით“ შეხება –  მაგ. ქალი ნაზად ეხება მამაკაცს მკლავზე საუბრის დროს.
  • გაღიმება – ზოგ შემთხვევაში.
  • ლექსების, ჩანაწერების წერილების, მცირე საჩუქრების გაგზავნა.
  • კომპლიმენტების თქმა
  • ონლაინ ჩატაობა, მესიჯობა,
  • პირფერობა – დაუმსახურებელი კომპლიმენტები
  • ფეხის ფეხზე შეხება (უმეტესად ეს მაგიდის ქვეშ ხდება : ) )
  • გაჯავრება – დადებით კონტექსტში.
  • ღიტინი
  • საუბარი
  • „შემთხვევითი“ შეხვედრების დაგეგმა.
  • ქცევის იმიტირება (მაგ, ისე დგომა, როგორც სხვა დგას)
  • სიმორცხვე, დამორცხვება – ზოგ შემთხვევაში.
  • ჰაეროვანი კოცნის გაგზავნა
  • სასიყვარულო სიმღერის სიმღერა, როცა „ის“ მასთან არის ახლოს.
  • ძალიან ახლო დინსტაცია საუბრისას.