დისპარეუნიის მკურნალობა


დისპარეუნია იკურნება ეტაპობრივად, თანდათანობით. პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია (მით უმეტეს თუკი საქმე გვაქვს ვაგნიზმთან). მკურნალობა მოიცავს:

  1. ავამდმყოფობის ისტორიის ყურადღებით შესწავლა;
  2. მენჯის ღრუს ორგანოების დეტალური შესწავლა, შესაძლო მიზეზის დასადგენად;
  3. ავადმყოფს ქალს უხსნიან, რა არის მისი დისკომფორტის მიზეზი და იმას, რომ ეს ტკივილი მაღალი ალბათობით მალე გაუვლის, ან მნიშვნელოვნად შემცირდება. თუკი პაციენტთან საუბრის დროს იქვე იმყოფება მისი სექსუალური პარტნიორი, მას უხსნიან დაავადების არსს, მკურნალობის სტრატეგიას და პარტნიორისთვის მხარდაჭერის აუცილებლობას;
  4. როცა საჭიროა აცილებენ ტკივილის მიზეზს;
  5. პაცინეტს ეძლევა რჩევა საკუთარი სხეულის შესწავლის შესახებ. ეს იქნება არა მხოლოდ საკუთარი ანატომიის შესწავლა, არამდე ქალისსხეულში ინდივიდუალურად ძლიერი ეროგენული ზონების აღმოჩენა;
  6. სქესობრივ პარტნიორებს ეძლევათ რჩევა სექსუალურ ცხოვრებაში მეტი სასიამოვნო შეგრძნებების შეტანის შესახებ: ერთად შხაპის მიღება (არა ჰიგიენის თვალსაზრისით), ფინგერინგი, ალერსი უშუალოდ საშოში ფრიქციების გარეშე, სექსუალური თემატიკის წიგნებისა და ფილმების გამოყენება. ქალის სექსისთვის მზადების პროცესში სასურველია საშოს ლუბრიკაცია იყოს სათანადო და საშო იყოს სათანადოდ მოდუნებული. რისთვისაც ძალიან ეფექტურად ჩათვალეს სექსოლოგებმა ოლაური სექსი, ამ შემთხვეაში, კუნილინგუსი;
  7. ინიშნება დიდი რაოდენობით წყალში ხსნადი ლუბრიკანტი სექსის დროს;
  8. არ არის მიღებული ნავთობის პროდუქტებზე დამზადებული ლუბრიკანტები, მათ შორის ვაზელინი. თუკი პარტნიორი არ იყენებს ლატექსის პრეზერვატივს, შეიძლება უბრალოდ კანის დამატენიანებელი ლოსიონიც იქნას გამოყენებული. ლუბრიკანტი უნდა გამოიყენონ დიდი რაოდენობით პენისზეც და საშოს შესავალზეც. წელის ქვეშ დადებული დაკეცილი პირსახოცი აადვილებს აქტს;
  9. სქესობრივ პარტნიორებს აფრთხილებენ, რომ საშოში პენისის შედების დროს პენისზე ხელი უნდა ეკიდოს როგორც ქალს, ასევე მამაკაცს, რათა ორივემ გააკონტროლოს შედების მომენტი;
  10. იმათ, ვისაც გადატანილი აქვს მენჯის ღრტუს ტრავმები, ან მენჯის ღრუს ორგანოთა სერიოზული დაავადებები ურჩევენ სექსის ისეთ პოზებს, რომლებშიც პენისის შეღწევის სიღრმე ნაკლებია. ამასთნ გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ პენისის მაქსიმალური შეღწევა საშოში ხდება როცა ქალი წევს ზურგზე, როცა ფეხები აქვს მიტანილი მკერდთან, როცა მამაკაცი უკნიდანაა და როცა ქალია ზემოდან.