სიგამხდრის იდეალიზება

არსებობს კონცეფცია, რომლის თანახმადაც სიგამხდრე ქალისთვის იდეალურია.  ქალის იდეალური გარეგნობის მახასიათებლად მიიჩნევენ ნაკლებ ცხიმს, სიგამხდრეს, წვრილ წელს, რეალურად ყოველდღიურობაში კლებულობს გამხდარი ქალების რაოდენობა და იმატებს ჭარბწონიანობა, შესაბამისად  მოლოდინი ქალის სხეულის მიმართ ხშირად არ მართლდება და ამას შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური ეფექტი მოყვეს.

ქალების უმრავლესობას გათავისებული აქვს სიგამხდრის იდეალურობის კონცეფცია,   მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში სიგამხდრით მეტი წარმატების მიღწევა შეიძლება და ის ასოცირებულია ბედნიერ ცხოვრებასთან, რომანტიულ წარმატებასთან.

ქალების დიდი ნაწილი ორ კატეგორიად იყოფა: ისინი რომლებიც აცნობიერებენ სიგამხდრის უპირატესობას და ისნი, რომლებიც აიდეალურებენ სიგამხდრეს. ქალების ნაწილში სიგამხდრის იდეალურობის კონცეფციას დადებითი ასახვა მოჰყვება: მაგ. ქალი თუ ნახავს მედია საშუალებით ლამაზ, გამხდარ ქალს თვითონაც წარმოიდგენს, რომ უფრო გამხდარი უფრო მომხიბვლელი იქნება და ამიტომ ცდილობს წონაში დაიკლოს. ასეთ შემთხვევაში სიგამხდრე თვით გაუმჯობესების სტიმული ხდება.

კვლევების ნაწილი ცხადყობს, რომ ქალები რომლებიც უყურებენ ულტრა-გამხდარ მოდელებს ეს მათში დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს და უბიძგებს მათ ჭამითი აშლილობებისკენ (ანორექსია, ბულებია), მათში იზრდება სიბრაზე, დეპრესია, საკუთარი სხეული არ აკმაყოფილებთ, ქვეითდება თვითშეფასება.  სხვა კვლევების თანახმად სიგამხდრის იდეალიზება  აძლიერებს ქალში წონასთან დაკავშირებულ შფოთვას, და ზრდის საკუთარი სხეულით დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, რაც აიძულებს ჯანმრთელი წონის ქალს არასაჭირო ზედმეტი კვებით შეზღუდვები დაუწესოს თავს.

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიგამხდრის იდეალიზება  დიდ წილად მედიის დამსახურებაა, რაც ქალების უმრავლესობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა ეს საკითხი საკამათოა, რადგან ქალების ნაწილი დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს მოდის ტენდენციებს, გამხდარ მოდელებს მაგრამ ეს დისკომფორტს და საკუთარი სხეულის დაუკმაყოფილებლობის განცდას არ იწვევს.

ტელევიზიით, ჟურნალებით რეკლამებით და ა.შ. გამოსახულ გამხდარ მოდელებს განსაკუთრებული გავლენა აქვთ თინეიჯერ გოგონებზე და მათ კვებით ქცევაზე.

მედია სივრცეში ქალების წონა საშუალოდ 15 % -ით ნაკლებია ვიდრე სხვა ქალების საშუალო წონა.

სიგამხდრის იდეალიზებას ხელს უწყობს ისიც, რომ ქალური ჟურნალების დიდი ნაწილი ორიენტირებულია წონის, კლებაზე მოუწოდებს ქალებს და სთავაზობს თუ როგორ უნდა გახდენენ, უფრო მომხიბვლელები ანუ უფრო გამხდრები., მაშინ როცა მამაკაცური ჟურნალები უმეტესად ორიენტირებულია გართობაზე ჰობზე და სხვა აქტივობებზე.

ტელევიზიაში მომუშავე ქალების 94 %  მდე უფრო გამხდარია ვიდრე საშუალო სტატისტიკური ქალის წონა (აშშ-ს მონაცემებით)

მედელების 20 % – კი წონის დეფიციტშია.  15 % ანორექსია ნერვოზას წონის მაჩვენებელი აქვს ანუ სხეულის მასის ინდექსი ნაკლებია 17,5- ზე.