სექსიზმი

სექსიზმი (ინგლ. Sexism  ლათინური სიტყვიდან sexus – სქესი) – მსოფლმხედველობა, რომელიც გულისხმობს მდედრობით და მამრობით სქესს შორის მდგომარეობისა და უფლებების უთანასწორობას. შეიძლება გამოვლინდეს შესაბამის სქესისამდი (მიზოგინია, ან მიზოანდრია) ზიზღით, დაუფასებლობითა და ურთიერთობის მაქსიმალური შეზღუდვით, ან სტერეოტიპული შეხედულებებით რომელიმე კონკრეტული სქესისადმი (მაგ, მამაკაცისგან მამაკაცურობის მოლოდინი, ქალისგან – ქალურობის).

ადამიანი, რომლიც არის სექსზმის მიმდევარი იწოდება სექსისტად.

სექსიზმის შედეგი არის სქესობრივი დისკრიმინაცია – ადამიანის დისკრიმინაცია სქესისა და გენდერული იდენტურობის მიხედვით. საზოგადოებაში შეიძება იყოს წარმოდგენილი სტეროტიპების სისტემით, ოფიციალურად დამკვიდრებული მდგომარეობებისა და იდეოლოგიების მიხედვით.

სექსისზმის ძირითადი მოწინააღმდეგე არის ფემინიზმი და ფემინისტების მიერ რეალიზებული ბრძოლა თანასწორუფლებიანობისკენ – ემანსიპაცია.

სექსიზმის ზოგიერთი გამოვლინება:

  • ქალის და მამაკაცის დაკნინება ოჯახის ეკონომიკურ-ყოფითი დანამატის დონემდე;
  • შეხედულება, რომ ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა და ხარჯები არის მხოლოდ მამაკაცის ვალდებულება;
  • შეხედულება, რომ ოჯახის საქმეები არის მხოლოდ ქალის საქმე;
  • სექსუალობის დათრგუნვა: იმის მტკიცება, რომ სექსის დროს სიამოვნების მიღება მხოლოდ ერთი სქესის პრეროგატივაა, ხოლო მეორე სქესის როლი მეორისთვის სიამოვნების მინიჭებაში მდგომარეობს;
  • შეხედულება, რომ ქორწინების გარეშე კავშირები, ან ქორწინებამდელი კონტაქტები ნებადართულია მხოლოდ ერთი სქესისთვის, მეორესთვის – არა;
  • შეხედულება,რომ ურთიერთობებში, მათ შორის სექსუალურ კავშირებშიც მამაკაცი უნდა იყოს აქტიური, ქალი კი – პასიური;
  • შეხედულება, რომ ბავშვების აღზრდა პირველ რიგში ქალის საქმეა;
  • შეხედულება, რომ მამაკაცმა უნდა გამოავლინოს საკუთარ თავში დარწმუნებულობა, მტკიცე ხასიათის და აგრესიული, ქალმა კი –  სისუსტე, დათმობა, მორჩილება;
  • შეხედულება, რომ გარკვეულ სიტუაციებსა და სფეროებში წამყვანი უნდა იყოს მხოლოდ ერთი სქესი;
  • შეხედულება, რომ განქორწინების შემთხვევაში ბავშვები უნდა დარჩნენ დედასთან და არა მამასთან (კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ მოცემული მამის ან დედის პიროვნულობას);
  • ახალშობილის მოვლისთვის მხოლოდ დედისთვის შვებულების მიცემა;
  • ზოგიერთ ქვეყანაში ქალისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა;
  • მამაკაცების ქალებზე მაღალი საპენსიო ასაკი (მამაკაცების საპენსიო ასაკი იწყება 5 წლით გვიან, ვიდრე ქალების), მაშინ როცა მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალებისაზე ნაკლებია;
  • იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც არსებობს არმიის კომპლექტაციის გამოზახებითი სისტემა (სასწრაფო სამსახური), ჯარში გაწვევა ხდება მხოლოდ მამაკაცების. ქალებში კი ასეთი სამსახური გავლა მოხალისედაც კი იკრძალება;
  • იმ ქვეყნებში, სადაც აბორტი ნებადართულია, ქალი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას როგორც აბორტის გაკეთებაზე, ასევე ბავშვის გაჩენაზე, მაშინ როცა მამაკაცს ეკისრება შემდგომში გაჩენილი ბავშვის რჩენა, მაშინაც კი როცა ქალი ორსულდება მამაკაცის მოტყუების გზით;
  • აკრძალვა ან შეზღუდვა გარკვეული პროფესიის დაუფლების და გარკვეული თანამდებობის დაკავების შესახებ;
  • ქალების შრომის შედარებით დაბალი დაფასება და დაბალი ხელფასი ზოგიერთ საქმეში. არაფორმალური ეკომონიკის მონაცემებით ერთსა და იმავე შრომით საქმიანობაში ქალები იღებენ 16% ნაკლებ ანაზღაურებას;
  • გარკვეულ სასწავლო დაწესებულებებში არაფორმალური მოთხოვნაა სქესი. მაგ, სუვოროვის სამხედრო სასწავლებელი;
  • ოფიციალური, ან არაოფიციალური დამოკიდებულება სწავლის პროგრამისა და სქესისა;
  • ქალების ფიზიკური დატვირთვის ნორმა ქალებში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მამაკაცებში;
  • ზოგიერთ ქვეყანაში ქალებისათვის სასიკვდილო განაჩენის, ან სამუდამო პატიმრობის მისჯის კანონიერი აკრძალვა, ქალებისადმი ნაკლებად სასტიკი დამოკიდებულების გამოსახატად;
  • „მინის ჭერი“ – ამერიკული მენეჯმენტის ტერმინი, უხილავი და ფორმალურად გაუფორმებელი ბარიერი, რომელიც ზღუდავს ქალს კარიერულ წინსვლაში;
  • მამაკაცების ჰომოსექსუალობის მიმართ გაცილებით მეტი აგრესია, ვიდრე ქალების ლესბოსელობისადმი;

აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის უკანასკნელის მსგავსი ფორმის არსებობა არ უკავშირდება ფემინისტების, ან ქალთა საზოგადოებების ბრძლოას თანასწოუფლებიანობისკეს. ეს განპირობებულია ბევრ საკანონმდებლო ორგანოში მამაკაცთა დომინირებით, რომელთათვისაც მიუღებელია „გეები“, რის გამოც ისინი სამართლიანდ მიიჩნევენ მსგავსი კანონის შემოღებას.