ტერმინალური ერექცია

ტერმინალური ერექცია , იგივე სიკვდილის შემდგომი ერექცია არის მდგომარეობა, რომელიც აღინიშნება იმ დაღუპულ ადამიანებში, რომლებიც გარდაიცვალნენ   ჩამოხრჩობის შედეგად.  მარყუჟის ზეწოლით წნევა იქმნება ნათხემის მიმართ, ასევე ზიანდება ზურგის ტვინიც. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ სპონტანურ ერექციას  ჩამოხრჩობის დროს.

ტერმინალური ერექცია ვითარდება 3 დან ერთ შემთხვევაში, ანალოგიური მდგომარეობა აღინიშნება ქალების შემთხვევაშიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ  ხდება კლიტორის გადიდება, სასირცხვო ბაგეების ზომაში მატება, გამონადენი საშოდან.

ტერმინალური ერექცია ნაწილობრივ ასოცირებულია პრიაპიზმთან, ვინაიდან ამ დროსაც ხდება ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად უნებური ერექცია.

სუიციდის ან ჰომოციდის დროს გვამებზე ხშირად არის დაფიქსირებული ერექცია, გამონადენი პენისიდან, შეიძლება იყოს შარდი, პროსტატის სეკრეტი, ხოლო ქალებში შეიძლება საშოდან სისხლიანი გამონადენი აღინიშნებოდეს.   პრიაპიზმის ეფექტი შეიძლება მოხდეს ცეცხლსასროლი იარაღით თავის ტვინის დაზიანების შემდგომ, საწამლავით მოწამვლისას და ა.შ. პოსტმორტემული პრიაპიზმი ასოცირებულია ჩქარ და ძალადობრივ სიკვდილთან.

ამ მდგომარეობას დიდი მნიშევნელობა ენიჭება სასამართლო მედიცინაში ექსპერტიზის დროს.

სიკვდილის შემდგომი ერექცია ხშირად ხდებოდა კულტურაში და ხელოვნებაში  ყურადღების საგანი. მათ შორის რენესანსის დროინდელი  მხატვრების შემოქმედებაში ხშირად იყო ასახული მსგავსი მდგომარეობები, რასაც კათოლიკური ეკლესიის მხრიდან სუპრესიები მოჰყვებოდა.