ფლაგელაცია

ფლაგელაცია (ლათ. Flagellatio – გამათრახება) – ფსიქოეროტიული პრაქტიკა, რომელიც მდგომარეობს დომინანტი პარტნიორის მხრიდან დაქვემდებარებული პარტნიორის დასჯაში გრძელი და დრეკადი ნივთებით (ისეთებით, როგორიცაა მათრახი, შოლტი და ა.შ.). არის BDSM პრაქტიკის ძირითადი ნაწილი.

BDSM – ფსიქოსექსუალური სუბკულტურაა, რომელიც მოიცავს ძალაუფლების ეროტიულ გაცვლაში და ზოგადად ისეთი სექსუალური როლური თამაშების გამოყენებას უერთიერთობაში, რომლებიც გულისხმობენ მბრძანებელი-დამორჩილებულის იდეას.

BDSM აბრევიატურაში მისი შემადგენელი კომპონენტებია ასახული:

  • BD – Bondage & Discipline – თავისუფლების შეზღუდვა და დისციპლინა, აღზრდა;
  • DS  – Domination & Submission – დომინირება და მორჩილება;
  • SM – Sadism & Masochism – სადიზმი და მახოხიზმი.

ფლაგელაცია არის იყოს აქტიური და პასიური, შესაძლოა როლების გაცვლაც. ფლაგელაცია არ უნდა იქნას გაიგივებული სპანკინგთან, რომელიც გულისხმობს სექსუალური პარტნიორისათვის ხელისგულით, ან პატარა ნიჩბით მირტყმა.

ფლაგელაცია, როგორც ზემოთ აღინიშნა, გავრცელებული და პოპულარული არის BDSM წევრებს შორის. ამის მიზეზი არის სამოქმედო არეალის მრავალფეროვნება (შოლტის კანზე მსუბუქი შეხებიდან ძლიერ დარტყმამდე) და მოერეს მხრივ, მდიდარი პრაქტიკა (ტყავის ატრიბუტები, ბნელი მიწისქვეშეთი, უამრავი საფიქსაციო საშუალება და ა.შ.).

ფლაგელაცია მოიცავს ზემოქმედების 2 ტიპს: ფიზიკური და ფსიქოემოციური. ფიზიკური ნაწილი წარმოდგენილია მტკივნეული და ტკივილის მსგავსი შეგრძნებებით პრაქტიკაში. ფსიქოემიციური კომპონენტი მოიცავს დომინირება/დამორჩილების ემოციურ შეგრძნებებს.

ამრიგად, ფლაგელაციის გამოყენების მიზანია ტკივილის მიყენება/განცდისგან ფსიქოემოციური სიამოვნების მიღება.

უმრავლეს შემთხვევაში ფლაგელაცია ხორცილდება სპეციალური მოწყობილობების საშუალებით, ისეთებით როგორიცაა მათრახი, შოლტი, ფლოგერი და ა.შ. ხშირად ფლაგელაციას ახლავს ბანდაჟი – დაქვემდებარებული პარტნიორის მიბმა თოკებით, ქამრებით და ან სხვა რამე ალტერნატიული საშუალებით.

მნიშვნელოვანია პარტნიორებს შორის წინასწარი მოლაპარაკება მოქმედების მეთოდსა და ძალაზე. გარდა ამისა არსებობს სიგნალები, რომელთა მიღებისთანავე დომინანტი პარტნიორი წყვეტს ქმედებებს.

ფლაგელაცია დომინანტი პარტნიორისგან მოითხოვს ყურადღებას და სიფრთხილეს. გარდა ამისა, აუცილებელია სიფრთხილე, ვინაიდან ფლაგელაცია სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ მდგომარეობებს მიეკუთვნება.